“ბარსელონას” ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ხუან მირანდას მომავალი კვლავ გაურკვეველია.
ადრე არსებული ცნობებით, 19 წლის ფეხბურთელის დამატებით “იუვენტუსი” იყო დაინტერესებული. “ბარსელონას” პოზიცია ასეთი იყო – კატალონიელებს მირანდას დათმობა არ უნდოდათ. “ბლაუგრანა” 15 მილიონ ევროს, ბონუსებსა და ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლების დატოვებას ითხოვდა. ამ მოთხოვნებმა “იუვენტუსის” მხრიდან ინტერესის გაქრობა გამოიწვია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მირანდას “ბეტისიდან” ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერში ჩართავდა, მაგრამ ეს ვარიანტიც თითქმის გამოირიცხა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” მირანდას ჰოლანდიურ “უტხრეხტში” იჯარით გაშვებას სთავაზობს.
ცხვირანდა
ხო ვამბობდი არა რა ჩემს ფეხებად უნდა ეს უჩა ლობჟანიძე იუვენტუსს გაუცვალეთ ბეტისს ფირპოში და მორჩა ბაზარი