მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ვისელ კობესთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “ვისელ კობესთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ვისელ კობესთან” მატჩის შემდეგ (0:2) კომენტარი გააკეთა.

“დღეს, დე იონგმა წინა მატჩისგან განსხვავებით სხვა პოზიციაზე ითამაშა. ის მოედანზე უფრო ზევით იყო აწეული, სერჟი რობერტო კი უკნიდან თამაშობდა. ახლა, კარგი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ის ორივე პოზიციაზე გამოვცადოთ. ფრენკი ბურთით მშვენივრად მოქმედებს. გაგვიმართლა, რომ მას ორივე როლის მორგება შეუძლია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. ეს ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს.”

“გრიზმანი? კარგი მოთამაშეები ყოველთვის მარტივად ხვდებიან ყველაფერს. მოგვიანებით ვნახავთ, როგორ მოერგება ის სხვა მოთამაშეებს. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ანტუანი სწრაფად მოძრაობს და სივრცეებს კარგად პოულობს. ის ისეთი მოთამაშეა, რომელიც გვჭირდებოდა.”

“დემბელე თამაშში ჩართული იყო. მან დღეს უფრო უკეთესად ითამაშა, ვიდრე “ჩელსისთან” მატჩში. მას საქმისადმი კარგი დამოკიდებულება აქვს და იმედია, მომავალში ეს გოლებითა და საგოლე გადაცემებით აისახება. მას სწორი დამოკიდებულება აქვს.”

“რიკი პუჩი და კარლეს პერესი? ის ფაქტი, რომ ისინი მატჩებში მონაწილეობას იღებენ და გოლებს იტანენ, ძალიან კარგია, რადგან ეს ამ ფეხბურთელებს კარგ ალტერნატივებად აყალიბებს. პუჩით და პერესით კმაყოფილები ვართ. როცა ლა ლიგა დაიწყება, ვნახავთ რომელ მოთამაშეებს ვენდობით.” – ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • dima359
    schedule 28 ივლ 2019, 05:46

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ლაპარაკშიც კი ეტყობა რო დებილია.


    რა ნახე ამ კომენტარში დებილური??

  • Coutinho 7
    schedule 28 ივლ 2019, 03:51

    ციტატა: nikusha
    ალენია, პერესი, რუისი, ვაგე, ხაიმე, პუიგი, მონჩუ, ბალუ, კოლიადო, არაუხო, კუენკა, ტოდიბო, ორიოლი-უნდა განავითარო ვალო ეს ხალხი


    100 % ხარ არცერთი არაა დასაკარგი ❤

  • BarcelloNista
    schedule 27 ივლ 2019, 22:42

    Es xo ver movishoret

  • Cule Is Always Elegant
    schedule 27 ივლ 2019, 22:01

    ყველას რო მაგრად კიდია ამის კომენტარი. არავინ რო არაფერს არ წერს laughing laughing