workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსის ინტერვიუ. ნაწილი I

ბუსკეტსის ინტერვიუ. ნაწილი I

სერხიო ბუსკეტსმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გავლენიან გამოცემა “სპორტს”. იგი ამპლუით ჩამშლელი ნახევარმცველია, თუმცა შესანიშნავად გაიარა ადაპტაცია ცენტრალური მცველის როლშიც.

– თქვენ საკმაოდ კომფორტულად გამოიყურებით დაცვაში, თუმცა წმინდა წყლის ჩამშლელი ხართ. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ უნივერსალური ხართ…

– გეთანხმებით იმაში, რომ მე როგორც წესი, დაცვის წინ ვდგავარ, თუმცა ცენტრალურ მცველადაც მშვენივრად ვგრძნობ თავს. ჯერ დიდი გამოცდილება არ ამქვს, მაგრამ თუ გუნდს სჭირდება მზად ვარ ფლანგზეც ვითამაშო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გვარდიოლა სხვადასხვა პოზიციაზე მათამაშებს, ეს უფრო მრავალფეროვანია.

– პირველად, ვინც მოახერხა ასე კარგად ადაპტირება სხვა პოზიციასთან იყო ტურე, ახლა კი ამ სიას თქვენც დაემატეთ…

– მინდა გითხრათ, რომ ჩამშლელ ნახევარმცველს აკისრია ზუსტად იგივე ფუნქციები, რაც მცველს, ამიტომაც თუ საქმის პროფესიონალი ხარ, არც უნდა გაგიჭირდეს.

– გაბრიელ მილიტო სათადარიგოზეა…

– გაბრიელი ბრწყინვალე მცველია, თუმცა მწვრთნელი ირჩევს იმას, თუ ვინ სად ითამაშებს. ჩვენ მხოლოდ დავალებებს ვასრულებთ.

– იღებთ მილიტოსგან რჩევებს?

– დიახ, დიახ! გაბი ძალიან კომუნიკაბელურია და ყველასთვის დიდი პატივია მის გვერდით ასპარეზობა. მას ძალიან, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მე ხშირად მაძლევენ რჩევებს გაბი, პიკე და ფონტასი. ჩვენ, მთელი გუნდი ძალიან მეგობრულად ვართ ერთმანეთისადმი განწყობილნი, ამიტომაც ერთმანეთს ვეხმარებით რითიც შეგვიძლია. კლუბში ჯანსაღი კონკურენციაა.

– “ვილიარეალთან” მატჩში პიკემ პოზიცია შეიცვალა პირველ ტაიმში…

– ჩვენ იმ თამაშში გადავეწყვეთ ისე, როგორც უფრო კომფორტული იყო. ამიტომაც ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა. სერიოზულად ვიმუშავეთ.

– ამაზე გავლენა “არსენალთან” გატანილმა ავტო–გოლმა ხომ არ მოახდინა?

– კუთხურის ჩამოწოდებისას თავდამსხმელიც და მცველიც ერთნაირად იბრძვის. მე უბრალოდ იმ მომენტში არ გამიმართლა, რადგანაც ცუდად მომხვდა ბურთი. ჩვეულებრივ, ასეთ დროს გუნდი ტყდება ფსიქოლოგიურად, თუმცა ჩვენ კონცენტრირება სწრაფად მოვახდინეთ. როდესაც კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ, მივხვდი, რომ ყველაფერი წესრიგში მოდიოდა.

– ყველას არ შეუძლია ასეთ დროს ისე გააგრძელოს თამაში, როგორც თქვენ…

– ასეთ დროს ყველანაირი პოზიტიური უნდა დაივიწყოთ, მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროთ, რომ ნებისმიერ ფასად გამოასწოროთ შეცდომა. თავში მუდამ ის მიტრიალებდა, რომ ჩემს გამო შეიძლებოდა გუნდი ვერ გასულიყო მომდევნო ეტაპზე, თუმცა შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს და მათით ვამაყობ!

– როგორ გგონიათ, გვარდიოლამ რომ დაგავალოთ თავდასხმაში ასპარეზობა, გაართმევთ თავს?

– მე ხშირად მითამაშია ამ პოციაზე, მაგრამ მხოლოდ ეზოსა თუ პატარა მოედნებზე. როგორც არ უნდა იყოს, მწვრთნელის ნებისმიერ დავალებას შევასრულებ, თუნდაც ცენტრ–ფორვარდობა მთხოვოს.

– როგორ დაახასიათებდით თქვენს თავს, როგორც ფეხბურთელს?

– მე ვარ გუნდური მოთამაშე, არ მაქვს დრიბლინგი და გოლის გატანის ალღო, მაგრამ სიტუაციის შესაბამისად მაქსიმალურად ვიხარჯები. ვცდილობ დავეხმარო თანაგუნდელთ.

– როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თამაში?

– მე ყველაფერი უნდა გავაუმჯობესო. მე ზოგი რამ კარგად ვიცი, ზოგი ნაკლებად. ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე. თუ ასეთ ასაკში შეწყვეტ პროფესიულ ზრდას, მაშინ ყველაფერი წყალში ჩაგეყრება. დარწმუნებული ვარ, გავაუმჯობესებ ბურთთან მობყრობას, შორიდან კარში დარტყმებს. მსურს გუნდისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება გავხდე.

– იყო თუ არა მნიშვნელოვანი გამარჯვება “ვილიარეალის” წინააღმდეგ, სადაც კანტერანოებიც ასპარეზობდნენ?

– დიახ, რა თქმა უნდა. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და მინდა შევაქო კანტერანოები, მათ ტოლი არ დაგვიდეს არაფერში.

– ზეიმმა “ელ მადრიგალზე” გაგახსენათ თუ არა წინა წელს მადრიდის “რეალზე” გამარჯვება, რომელმაც განაპირობა თქვენი ჩემპიონობა?

– არა, იმიტომ რომ ჯერ ძალიან რთული მატჩები გველის წინ. ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა არაფერი დასრულებულა. ეს სამი ქულა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი.

– იყო თუ არა სიურპირზი თქვენთვის, რომ “რეალმა” 0:1 დათმო “სპორტინგთან”?

–  მე არ მივიჩნევ არცერთ გუნდს სუსტად. ასე, რომ, ამ მიზეზით არ გამვკირვებია მათი გამარჯვება, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დაამხეს მადრიდის “რეალის” რეკორდი, 100%–იანი შედეგი საკუთარ მოედანზე. “ბერნაბეუზე” ასპარეზობისას მადრიდელები ყველას უშანსოდ ტოვებდნენ, მაგრამ ყოჩაღ მანოლო პრესიადოს !

– როგორ გატეხეს მათ “რეალი”?

– ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ, რომ მატჩისთვის არ მიყურებია. მე “ვილიარეალ ბ”–ს თამაშს ვუყურებდი და ამ დროს კომენტატორმა გამოცხადა “სპორტინგის” კარგი თამაშის შესახებ. როცა გადავრთე ანგარიში 0:1 დამხვდა. ამ ამბავმა ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვახარა, მაგრამ იმ წუთიდან ვაცნობიერებდით “ვილიარეალთან” გამარჯვების აუცილებლობას.

– იმოქმედა “რეალის” მარცხმა თქვენს თამაშზე?

– დიახ, ამან ჩვენ ძალა და მოტივაცია შეგვმატა. ამიტომაც მოვიპოვეთ მორიგი 3 ქულა.

– შეცვალა თუ არა რამე გვარდიოლამ “ბერნაბეუზე” გამართული მატჩის შემდეგ?

– რაღაც ცვლილებები ბოსს ყოველთვის შეაქვს და ამას ლანჩის შემდეგ გვეუბნება. ეს დღის წესრიგია.

P.S. მეორე ნაწილს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ…  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward