ლიონელ მესი რომ “ბარსელონას” ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია, ამას იაპონელი ფანებიც ადასტურებენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის ვარსკვლავი ჯერ კიდევ ისვენებს და პრე-სეზონზე გუნდთან ერთად არ იმყოფება, ტოკიოში კატალონიური კლუბის მიერ გახნსილ დროებით მაღაზიაში გაყიდული 100 მაისურიდან 80 არგენტინელი მოთამაშისაა.
“ბლაუგრანამ” მაღაზია აზიური ტურის წინ გახსნა, სადაც კატალონიელები “ჩელსისა” და ანდრეს ინიესტას “ვისელ კობეს” დაუპირისპირდებიან. მაღაზია 4 აგვისტოს იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონელი გულშემატკივრებსთვის “ბარსელონას” ნივთების შესაძენად დრო შეზღუდულია.
მესის შემდეგ ყველაზე პოპულარული ლუის სუარესისა და ჟერარ პიკეს მაისურებია. საინტერესოა, რომ გაყიდვაშია ჰიროკი აბეს 27-ნომრიანი ფორმაც. იაპონელი 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც ერნესტო ვალვერდემ აზიური ტურის განაცხადში შეიყვანა, “ბარსელონამ” ამ ზაფხულს შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი პოპულარობით ვერ სარგებლობს ანტუან გრიზმანისა და ფრენკი დე იონგის მაისურები. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ “ბარსას” რიგებში ჯერ არ უთამაშიათ.
მოკლედ კამპ ნოუს მაღაზიაში ერთი მაისური(ფაქტიურად საროჩკა სამი ღილით) და ქუდი 60 ევრო დამიჯდა.
ბაზარი არა მესი მაგრამ მე სახვას ვიყიდდი ჩემზე რო იყოს შეტეგენი პიკი უმტი რომელიმედან შეილება კოუტინიოსი ამ ოთხიდა ერთერთს
პიკეს მაისურზე ვვოცნეებოოობ😇
სულაც არ მიკვირს ეგ ამბავი