workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” იაპონიაში ჩაფრინდა

“ბარსელონა” იაპონიაში ჩაფრინდა

“ბარსელონა” ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტში უკვე ჩაფრინდა. კატალონიელებს ადგილზე იაპონელი ფანები დახვდათ, რომლებიც ფოტოების გადაღებასა და ავტოგრაფების აღებას ცდილობდნენ.

“ბარსელონა” ერთი კვირის განმავლობაში რაკუტენის თასზე იასპარეზებს და ტურნირის ფარგლებში “ვისელ კობესა” და “ჩელსის” დაუპირისპირდება.

ვალვერდეს მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას სამშაბათს ლონდონური კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. ორშაბათს კი წინასამატჩო ვარჯიშს ჩაატარებს. 27 ივლისს “ბლაუგრანა” დაუპირისპირდება “ვისელ კობეს”, რომელშიც ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილა და სერჟი სამპერი ასპარეზობენ.

რაკუტენის თასი იმითაცაა საინტერესო, რომ პირველად ვნახავთ კატალონიელთა რიგებში მოასპარეზე ფრენკ დე იონგსა და ანტუან გრიზმანს. ასევე, ჰიროკი აბესაც. “ბარსელონას” განაცხადს კოპა ამერიკის ტურნირის გამო სამხრეთ ამერიკელები – ლიონელ მესი, ლუის სუარესი, არტურო ვიდალი, კოუტინიო და არტური დააკლდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 21 ივლ 2019, 20:08
    #5

    აკი აგვისტოში ითამაშებენო?

  • M10 S9 D11
    schedule 21 ივლ 2019, 17:10
    #4

    აბა ჰე წარმატებები ლომებო (რაკიტიჩი არ იგულისხმება)

  • რაღაცნაირი
    schedule 21 ივლ 2019, 15:28
    #3

    მგონი გვარდის ისკო მიყავს სიტიში.

  • De jong21
    schedule 21 ივლ 2019, 15:07
    #2

    ვიდეოს უყურეთ ხალხი ნეიმარსა ყვირის

  • Jemo-barca
    schedule 21 ივლ 2019, 15:02
    #1

    წარმატებები და ინი მომიკითხეთ :დ <3