კაიროში აფრიკის ერთა თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სენეგალის და ალჟირის ნაკრები დაუპირისპირდნენ.
“ბარსელონას” მარჯვენა მცველს, მუსა ვაგეს, რომელიც ტურნირზე კატალონიური გუნდის ერთადერთი წარმომადგენელია, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა – ბაღდად ბუნეჯას დარტყმის შემდეგ, მეორე წუთზე რიკოშეტის შედეგად ბურთი სენეგალის კარში აღმოჩნდა. ნომინალური მასპინძლები შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.
ალჟირი კონტინენტის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა, სენეგალს კი ეს ტიტული არასდროს მოუპოვებია. 7 თასით, ყველაზე ტიტულიანი წლევანდელი მასპინძელი, ეგვიპტეა, რომელიც ამ ტურნირს მეოთხედფინალში, სამხრეთ აფრიკასთან გამოეთიშა.
![მუსა ვაგე არა, მაგრამ აფრიკის თასის ფინალი [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/07/1563607774_b.jpeg)



ვაგემ რატო არ ითმაშა ტრამვა ქონდა?
Unda eyida barsas tavis droze mahrezi, me piradad dzalian momwons mahrezis stili, tan ambobda mesistan tamashi chemi ocneba ariso
საღოლ ალჟირს არადა ამ კონკრეტულ მატჩში ფავორუტი სენეგალი იყო