“ინტერი” და “ბარსელონა” დღეს ერთმანეთს სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდებიან.
2019 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” უმოტივაციო იყო და ლოგიკურია, რომ ერნესტო ვალვერდემ “ჯუზეპე მეაცაზე” გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა. იმ დღეს სასტარტო შემადგენლობაში მყოფთაგან დღეს “ბარსელონაში” აღარავინ ირიცხება.
2019 წლის 10 დეკემბერს “ინტერთან” მატჩში “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: ნეტუ, ტოდიბო, ლანგლე, უმტიტი, ვაგე, ფირპო, რაკიტჩი, ვიდალი, ალენია, გრიზმანი, კარლეს პერესი.
შეცვლაზე ლუის სუარესი, ფრენკი დე იონგი და ანსუ ფატი შევიდნენ.
უმოტივაციო “ბარსამ” თამაში 2-1 მოიგო და “ინტერი” ჯგუფში ჩატოვა.




იმიტომაც წავაგეთ.
მახსოვს მე-2 შემადგენლობა დააყენა ვალვერდემ; მაინც მოიგო