კატალონიის ”ბარსელონას” მცველს, მაქსველს არ სურს ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში ”რეალთან” შესაძლო დაპირისპირებაზე ფიქრი, იტყობინება ”მარკა”.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში უკვე ყველა ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გასამართ ”კლასიკოს” მოლოდინშია, თუმცა ბრაზილიელი მცველი აღნიშნულ საკითხს გონივრულად უდგება.
”საჭიროა ყოველ შემდგომ თამაშზე ფიქრი და არ ღირს ისეთ მატჩზე ვარაუდები, რომელიც დღის წესრიგში არ დგას. როდესაც ორივე გუნდი გავა ნახევარ-ფინალში, უკვე შესაძლებელი იქნება აღნიშნულ დაპირისპირებაზე ფიქრი. ამ მხრივ აღვნიშნავდი ჩვენს მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, რომელიც ყოველთვის სწორი ორიენტაციით ატარებს გუნდს. შემიძლია ვთქვა, რომ ”შახტარის” წინააღმდეგ განმეორებითი შეხვედრა მარტივი არ იქნება.” – განაცხადა მაქსველმა.



