უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ჭორები არ წყდება. ახლა, ამას თავად ფეხბურთელის კომენტარიც დაემატა, რამაც ფრანგული პრესის გაღიზიანება გამოიწვია.
Le Parisien: “ის აღარც მალავს. პირიქით, მისი კლუბის დატოვების სურვილი აშკარაა. ეჭვგარეშეა, რომ ეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იყო, თუმცა ახლა, ნეიმარი პსჟ-ს საჯაროდ ტროლავს და ფანებს აღიზიანებს.”
L’Equpe: “ის “პარკ დე პრენსზე” ისე გამოცხადდა, თითქოს არაფერი მომხდარა.”
France Football: “ეს კარგად გათვლილი პასუხი იყო. სხვაგვარად ფიქრი უბრალოდ შეუძლებელია. ეს პსჟ-სთან ომის გამოცხადებაა, რადგან მას კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.”
Le Figaro: “ეს პროვოკაციაა თუ უბრალოდ უხერხული სიტუაცია? ერთი რამ ნათელია – ამ თემაზე საუბარი ნეიმარსვე ვნებს, რომელმაც უკვე დაიგვიანა პრესეზონის ვარჯიშზე. ყველამ იცის მისი სურვილის შესახებ. დაწყებული ლეონარდოდან და კლუბის ხელმძღვანელებიდან, დამთავრებული მისი თანაგუნდელებით. ნეიმარმა ამ სიტუაციებში თავი უნდა გააკონტროლოს, მაგრამ მან გადაწყვიტა ეს არ გაეკეთებინა.”


კარგად მოგივიდაა მაგ სანაგვეში რომ გაგვცვალეე
ეს ნახეთ აბა
https://www.facebook.com/Lasenyera.en/photos/a.519191418204122/2203630303093550/?type=3&theater
ტვინი გაიბურღა უკვე ყოველი მეორე სტატია ნეიმარზეა ან მოვიდეს საბილოოდ ან კიდე დაახვიოს
თუ ვერ ვიყიდეთ ჯობია გაჩერდეს და იყოს თავისთვის მისთვისვე აჯობებს… რაბიოსავით არ გაუკეთონ ამასაც ცოდოაა.. ჩვენ რაც შეგვეხება პროსტა ძაან მკვლელი სასტავი გვყავს და როგორც მინიმუმ ლიგა უნდა დავდოთ ყველა პოზიციაზე ვარსკვლავი და ძლიერი იგროკი დგას ამიტომ ძაან იმედიანად ვარ წელს თუ იმ მახინჯ ვალიკოს არ ჩავთვლით
ამის ოჯახში იგულავებს ხელაიფი, ბარსამ არ მგონია იყიდოს და სხვა ვინ გაისვრის ამხელა თანხას 1 კაცში, ხოდა დარჩება ისევ იქ და ამოხდიან სულს
ძალიან მსიამოვნებს როგორც იქეცევა და ექცევა ამ მდაბიოებს.2 წლის წინ როგორ გონორზე იყვნენ ლამის გეგონებოდა ბარსელონა ეგენი იყვნენ და ჩვენ პსჟ ვიყავით.ხოდა ეხლა გამოცადონ აი როგორია ფეხბურთელი რომ კლუბს და გულშემატკივარს შეუარაცხოფას აყენებს.მინიმუმ ეს ტრასნფერი რომც არ გამოვიდეს ძალიან ნასიამოვნები ვარ არაბი მდაბიოების ასეთი დამცირებით.