მალე, ანტუან გრიზმანი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ კლუბის ლეგენდალურმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ისაუბრა.
“ანტუანი შესანიშნავი მოთამაშეა, მსოფლიო ვარსკვლავი. ის მატჩებში განსხვავებას ქმნიდა, როგორც “ატლეტიკოში”, ასევე საფრანგეთის ნაკრებში. გრიზმანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. ეს ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ როგორც ჩანს, ის “ბარსელონაში” მიდის. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შენაძენი იქნება.” – ციტირებს ჩავი ერნანდესის სიტყვებს Marca.


უკვე ოფიციალურად! ანტუან გრიზმანი ბარსას ფეხბურთელია! გილოცავთ იმედია გაამართლებს ვალიკოს ხელში
აბა რა ანტოანი ყველა კლუბს გააძლიერებს მითუმეტეს ბარსას
Agar aoficialureben tu raxdeba raa