დღეს ხავიერ კლემენტეს გუნდი ყრუ დაცვით (შესაძლებელია გამოიყენოს ,,მაურინიოს ტაქტიკა”) აპირებს თავისთვის სასარგებლო შედეგის მიღებას, ან უბრალოდ ,,ბარსასთვის” ,,ცხოვრების გართულებას”. ,,ვალიადოლიდი” ფრის შემთხვევაშიც ინარჩუნებს უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსებს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ პერსონალური მეურვე ეყოლება მესის. მესიმდე კლემენტემ ასეთი ტაქტიკა წარმატებით გამოიყენა პედრო ლეონისა და ხესუს ნავასის გასანეიტრალებლად. თამაში შეუძლია ინიესტას, მისი გამოსვლა სასტარტოში გამორიცხული არაა, თუმცა სავარაუდოდ ,,დონ ანდრესი” ალბათ მეორე ტაიმში გამოჩნდება. დღეს დიდია ზლატან იბრაჰიმოვიჩის სასტარტოში დაბრუნების ალბათობაც.
კლემენტემ ბოლოს 1982 წელს, ,,ბილბაოს” მწვრთნელობისას მოიგო ,,კამპ ნოუზე”. სულ კი 12-ჯერ გამოუყვანია სხვადასხვა გუნდი ბარსელონაში და იმ მოგების გარდა 2 ფრე და 9 წაგება აქვს.
ურთიერთშეხვედრები ,,კამპ ნოუზე”:
,,ბარსელონამ” მოიგო 31 თამაში, 6 ფრე და ,,ვალიადოლიდმა” მოიგო მხოლოდ 2.
ბურთები 114:26
მსაჯი: პერეს ლასა (ბასკი) – 219 თამაში ,,პრიმერაში”.

,,ბარსელონას” თამაში იმსაჯა 26-ჯერ
,,ბარსამ” 14 მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და 5 შეხვედრა დათმო.
კატალონელების სასარგებლოდ 4 პენალტი დანიშნა, საწინააღმდეგოდ მხოლოდ – 2.
,,ბარსას” ფეხბურთელებს 64 ყვითელი აჩვენა (საშუალოდ 2.5) და 5 წითელი ბარათი
,,ვალიადოლიდის” თამაში განსაჯა 19-ჯერ
,,ვალიადოლიდს” 6 მოგება, 7 ფრე და 6 წაგება აქვს
ამ გუნდის სასარგებლოდ დანიშნა 2 პენალტი, საწინააღმდეგოდ – 3
მისცა 53 ყვითელი (საშუალოდ 2.8) და 5 წითელი ბარათი.
რომელ წუთებზე გააქვთ გუნდებს გოლები:

,,ბარსამ” პირველ ტაიმში გაიტანა 45 ბურთი, მეორეში – 49
,,ვალიადოლიდმა” პირველ ტაიმში გაიტანა მხოლოდ 12 ბურთი, მეორეში – 25
,,ბარსელონასთვის” ყველაზე წარმატებული დრო არის 76 წუთიდან 90-ე წუთამდე – 22 გოლი
,,ვალიადოლიდისთვის” 46-60 და 76-90 – 11-11 გოლი
ორივე გუნდის ყველა ბომბარდირი:

ლაპორტას აქვს შანსი 7 წელში მე-13 ტიტული მოიგოს. ახლა მას 12 ტიტული აქვს. ნუნიესის დროს ,,ბარსას” 22 წელიწადში 27 ტიტული მოუგია. ასევე წარმატებული პრეზიდენტები არიან მირო-სანსი და აგუსტი მონტალი.
