გუშინ, კოპა ამერიკაზე, არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდა. მატჩი “ალბისელესტეს” გამარჯვებით დასრულდა (2:1). ერთ-ერთი გოლის ავტორი პაულო დიბალაც იყო, რომელმაც თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის “ბარსელონას” კაპიტანს, ლიონელ მესის.
“მესიმ მატჩამდე თავისი წითელი თილისმა მომცა და მე არგენტინის მაისურით ოფიციალურ ტურნირზე, ჩემი პირველი გოლი გავიტანე, ამიტომ ამან გაამართლა.” – ციტირებს პაულო დიბალას სიტყვებს Tribuna.
გუშინ, მატჩის 37-ე წუთზე ლიონელ მესი მოედნიდან გააძევეს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არგენტინელისთვის თილისმის სხვისთვის გადაცემა იღბლიანი არ ყოფილა. იმედი ვიქონიოთ, რომ ლეო მას ახალი სეზონის დაწყებამდე დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ მესის ეს თილისმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მისცა.




მესისთვის ასე თუ ისე არ გამოდგა იღბლიანი თილისმა იმედია შენტვის იღბლიანი გამოდგება
ნუ არ ყოფილა იღბლიანი თილისმა ლეოსთვის, კაია თუ მოიშორა
პაულოსათვის უფრო იღბლიანი ჩანს და დაიტოვოს უმჯობესია
კაპიტანი და "ოქროს ბიჭუნა" <3
ძალიან ცოდოა ლეო, ამ დონის იგროკს ერთი სანაკრებო ტიტული არ უნდა ჰქონდეს? წასულიყო თავის დროზე ესპანეთში და ყველაფერი მოგებული ექნებოდა. არგენტინა მაინც არ აფასებს და ფანები ვერ ხედავენ ვერაფერს, ზოგჯერ პატრიოტობაც არ ვარგა და აგერ ფაქტი. ფანები რო აფასებდნენ მესის ამას არ ვიტყოდი, მარა ისევ იმ ნარკუშკაზე ასხავენ.
ეს უფრო მინდოდა ბარსაში ვიდრე გრიზი