ოფიციალურად: სერჟი პალენსია “სენტ-ეტიენში” გადავიდა

ოფიციალურად: სერჟი პალენსია “სენტ-ეტიენში” გადავიდა

“ბარსა ბ”-ს კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, სერჟი პალენსია, რომელმაც “ლა მასიაში” 12 წელი გაატარა, “სენტ-ეტიენში” გადავიდა. 

მარჯვენა მცველის სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა 2 მილიონი ევრო გადაიხადა, ბონუსების სახით კი ამას კიდევ ერთი მილიონი დაემატება. ამასთან ერთად, “ბარსელონა” ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერების 20%-ს მიიღებს. 

კატალონიურ გუნდში პალენსიას დაწინაურების პერსპექტივას ვერ ხედავენ და ამის გამო, მან წინა სეზონიც საფრანგეთში გაატარა. ის იჯარით “ბორდოს” შემადგენლობაში თამაშობდა. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    06 ივლ 2019, 16:53

    წარმატებები სერჟი

  • Nika__
    06 ივლ 2019, 16:06

    Xoxo kaia exa igive asakis da igive donis iyidet 60 milionad da egaa