გამთენიისას, ბრაზილიაში ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება – კოპა ამერიკის მასპინძელი ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებს შეხვდება.
ამ ტურნირზე “ბარსელონას” ფეხბურთელები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში არტური და ფილიპე კოუტინიო იქნებიან, “ალბისელესტეს” კი ლეო მესი უკაპიტნებს.
ჯგუფური ეტაპი ბრაზილიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე დაასრულა, არგენტინა კი მეოთხედფინალში ბოლო ტურში გამარჯვების დამსახურებით გავიდა.
ლიონელ სკალონის გუნდს პირველ პლეიოფში ვენესუელას სახით ის მოწინააღმდეგე შეხვდა, რომელმაც იქამდე მასპინძლებისთვის ქულის ართმევა მოახერხა, თუმცა სწრაფი გოლის და თამაშის ნაწილის განმავლობაში ნამდვილი გუნდის შთაბეჭდილების დატოვების წყალობით, რაც არც ისე ხშირად ხდება, მათ ნახევარფინალის საგზური საკმაოდ ადვილად მოიპოვეს.
რაც შეეხება ბრაზილიას – ტიტეს გუნდს ისტორიულად უხერხული მეტოქე, პარაგვაი შეხვდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა და “კანარინიამ” მოგება მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლო.
ასე რომ, 12 წლიანი პაუზის შემდეგ, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე “სუპერკლასიკო” გაიმართება, თანაც ეს მატჩი ფინალისტის ვინაობას გაარკვევს. ბრაზილიისთვის, როგორც მასპინძლისთვის, დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება, იგივე მიზანი კი არგენტინას, კერძოდ ლიონელ მესისაც აქვს, რომლისთვისაც ეს სანაკრებო ტიტულის მოგების ერთ-ერთი ბოლო შანსია.
ბრაზილია და არგენტინა ერთმანეთს კოპა ამერიკაზე სულ 32-ჯერ შეხვდნენ. მათი ბოლო 4 თამაში ბრაზილიელების გამარჯვებით დასრულდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არგენტინას ოფიციალურ მატჩებში არასდროს გაუმარჯვია.
შეხვედრა ბელო ორიზონტეში გაიმართება და თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.




ჟესუსის გოლმა გამოაცოცხლა არგენტინა, ვნახოთ რას იაზმს მესი, ნუ აგუეროს რო თავზე დაასვა ბურთი აგუერომ კიდე შტანგას დაასო ძაან გამიტყდა, იმსახურებდა არადა გოლს არგენტინა, დაცვა სრული კატასტროფაა ოტამენდის ფეხებში ებლანდებიან, ნახევარდაცვა ტრუპია, ერთი ფორვარდები აქტიურობენ ისიც იშვიათად. ტიტეს ამბავი რო ვიცი დაცვაში დასვამს გუნდს, ნუ მეორე ტაიმში წესით უფრო უნდა გაიზარდოს ზეწოლა, მოკლედ დანი ალვეშს სიბერე არ ეტყობა ტიპი ნიავივთ დაქრის და ისე ფინტაობს გეგონება უბნის ფეხბურთს თამაშობდეს, პირველ გოლზე იმენა დაუხატა თანაგუნდელებს ყველაფერი და ჟესუსმაც არ გაიბანძა თავი
იმედია არტურს არ წაუვა თამაში თორე მარტო დაუმალავს ბურთს მთელ არგენტინას :/
აღარ მოვიდა ეს 5 ის ნახევარი რა :3
იმდია არგენტინა გავა
Messiah mec eg gavifiqre sagol optimizmitqo ragaca mesiamovna velodebit tamashs warmatebebi messis miuxedavad zogadi braziliis simpatiisa
აქ ვარ რა დამაძინებს
ხოაპირებთ ყურებას?? იმედია ვინმე ხართ აქ ;დდ
არგენტინა იგებს დღეს ლეოს გოლით
ამინ;დ