workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ სავიოლა: ნეიმარი “ბარსელონაში” უნდა დაბრუნდეს

ხავიერ სავიოლა: ნეიმარი “ბარსელონაში” უნდა დაბრუნდეს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ სავიოლა მიიჩნევს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი, “ბლაუგრანას” რიგებში უნდა დაბრუნდეს.

“ნეიმარი უნდა დაბრუნდეს. ის ძალიან კარგად თამაშობდა “ბარსელონაში”, შესანიშნავად მოქმედებდა მესისთან და სუარესთან. არ ვიცი, შეექმნება თუ არა მას პრობლემები კლუბის ხელმძღვანელობასთან. ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ასეთი მოთამაშეები საჭიროა, რათა “ბარსელონა” საუკეთესოთა რიცხვში დაბრუნდეს.

ვფიქრობ, ჩვენ ნეიმარის გაუმჯობესებულ ვერსიას ვიხილავთ. ახლა ის რთულ სიტუაციაშია და ეს გავლენას ახდენს. მაგრამ როცა პრობლემებს გადაწყვეტს, ის ფეხბურთზე კონცენტრირებას შეძლებს.

და თუ გრიზმანიც გადავა “ბარსელონაში”? ეს მწვრთნელის პრობლემა იქნება: ოთხი დიდი მოთამაშე, ერთი ან ორი მათგანი ყოველთვის არ ითამაშებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ანტუანს დრო დასჭირდება, რათა მესისთან თამაშზე ადაპტირდეს. სუარესსა და ნეიმარს მასთან ამ კუთხით მცირე უპირატესობა ექნებათ.” – ციტირებს სავიოლას სიტყვებს Sport.es.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 30 ივნ 2019, 01:46
    #2

    უნდა დაბრუნდეს მარა ნამეტანი ძვირს ითხოვენ

  • barcamilan
    schedule 29 ივნ 2019, 21:07
    #1

    მართალია