workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულწრფელი პროტესტი, თუ დაგეგმილი შეტევა “ბარსელონაზე”?

გულწრფელი პროტესტი, თუ დაგეგმილი შეტევა “ბარსელონაზე”?

ბოლო დროს, “ბარსელონას” ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს, სოციალურ ქსელებში, აქტიურად აკრიტიკებენ. ცოტა ხნის წინ შექმნილი ჰეშთეგი #BartomeuOut ესპანეთში პირველ ადგილს იკავებდა, მსოფლიოს მასშტაბით კი ოცეულში შედიოდა.

მალევე, Twitter-მა ამ ჰეშთეგის გამომყენებელი რამდენიმე ათასი ანგარიში გააუქმა.

ახლახანს გამოქვეყნდა კომპანია I3 Ventures-ის კვლევა, რომლის შედეგებითაც ირკვევა, რომ “ბარსელონას” მაკრიტიკებელი 31 772 სოციალური ქსელის ანგარიში აქტიურობის არანორმალური მოდელით გამოირჩეოდა და ისინი კონკრეტულად “ბარსელონას” დისკრედიტაციისთვის იყო შექმნილი.

კვლევამ დაადგინა, რომ სოციალურ ქსელებში, “ბარსელონასთან” დაკავშირებით 12 მილიონამდე ექაუნთი აქტიურობს. აქედან 30 ათასზე მეტი იმისთვისაა შექმნილი, რომ “ბარსელონაზე” შეტევა მიიტანოს. მათი უმეტესობა ანონიმურია და ისინი “ბარსელონას” წაგების შემდეგ აქტიურდება. ისინი ყველაზე ხშირად ერნესტო ვალვერდესა კრიტიკითა და “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის, სანდრო როსელის განსჯით გამოირჩევიან.

კვლევის ავტორები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულ სახეს ატარებს და მიზანი “ბარსელონას” იმიჯის შელახვაა.

კვლევამ დაადგინა, რომ “ბარსელონას” შესახებ პოლემიკაში შესული ექაუნთების 1% კრიტიკული კონტენტის 20%-ს ქმნის. გარდა ამისა, ის ექაუნთები, რომლებიც სავარაუდოდ ბოტები და ფეიქ ექაუნთები არიან, არხერხებენ და პოლემიკის 12%-ს აკონტროლებენ, ზოგ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 30%-მდე ადის.

კვლევა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Lasha71
    schedule 29 ივნ 2019, 09:29
    #8

    ვაა ნაცების სქემით მუშაობენ?!

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 29 ივნ 2019, 01:48
    #7

    ეგ კიარადა საქართველოშიც მრავლად არიან მთავრობის მიმართ დაფინანსებული ორგანიზაციები ვინებიც მართავენ ბოტებს ძაან ბევრი არიან უკვე და საზოგადოებრივ ხასიათს ქმნიან ანუ ესუკვე ამ საუკუნის ეპიდემიად იქცა

  • Magician
    schedule 29 ივნ 2019, 00:18
    #6

    სიმართლე ითქვას, ცუდი თარგმანია, თუმცა არ უნდა დავუკარგოთ ღვაწლი ავტორს 🙂 მადლობა!

  • Basi
    schedule 29 ივნ 2019, 00:13
    #5

    imijss esenii kiarr laxavenn
    bartomeuu da misi sikoo tanashemweebii aknineben barselonas rac ligazee mouvida barselonas zedized 2 jerr es imijiss shelaxvaaa aba raaris
    msofliooo dagvcinis ragviqnaa romam ragviqnaa liverpoolmaa
    da bartomeu razomebs igebs mwvrtnelss xeluxlebels tovebs

  • M10 S9 D11
    schedule 29 ივნ 2019, 00:07
    #4

    არადა სწორს ითხოვენ და რატო ბლოკავენს ეს დედა მიცენზურებულები

  • sandman
    schedule 29 ივნ 2019, 00:05
    #3

    აქაურობაც ბოტებითაა სავსე :დ

  • lesane C
    schedule 29 ივნ 2019, 00:04
    #2

    ვალვერდეს და ბართუშას გაგდებას თუ ითხოვენ რატო არიან ფეიკები,ნუ მამენტ ფეიკი ექაუნთებითაც აკეთებენ მასეთ რამეს მარა რეალურია მაინც 😀 კარგ საქმეს აკეთებნ

  • Sergio5
    schedule 28 ივნ 2019, 23:57
    #1

    საერთოდ ვერაფერი გავიგე laughing laughing