რიო დე ჟანეიროს “მარაკანა” ლიონელ მესის კარიერაში განსაკუთრებული სტადიონია. აქ, ის მსოფლიოს თასის აღმართვასთან ყველაზე ახლოს იყო და რომ არა რამდენიმე გამოუყენებელი მომენტი, თანაგუნდელების ძალიან ცუდი თამაში შეტევაში და მარიო გიოტცეს გოლი დამატებით დროში, “ბარსელონას” ლიდერს უმნიშვნელოვანესი სანაკრებო ტიტული მოპოვებული ექნებოდა და კრიტიკოსების გაჩუმებასაც უფრო ადვილად მოახერხებდა.
არგენტინისთვის ტრაგიკული დღიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, მესი “მარაკანაზე” ბრუნდება, ამჯერად – განსხვავებული მიზნით.
ნაკრებში მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირიქით მოხდა, მაგრამ თავად მესი და მისი გუნდის გულშემატკივრები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე, არგენტინამ მძიმედ დაიწყო და კოლუმბიასთან წააგო, შემდეგ პარაგვაისთან ფრედ ითამაშა, შემდეგ კი ყატარი დაამარცხა და დიდი ხნის შემდეგ პირველად, თამაში გოლის გაშვების გარეშე დაასრულა.
28 ივნისს, არგენტინის ნაკრები მესის კაპიტნობით ვენესუელას შეხვდება. თუ ლიონელ სკალონის გუნდი არც ისე მრისხანე სახელის მქონე მეტოქეს მოუგებს, ბრაზილია-პარაგვაის შორის გამარჯვებული გუნდის მეტოქე იქნება და ფინალს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.
მიდი ლომო უნდა გადაკუზო ვენესუელა
პუჩს ვერანაირად ვე იყიდს ბარსას ფეხბურთელია ისედაც ვერც ორიოლს და კოლეადოს :დდდდ დალშე ვინც ჩამოთვალე ფელიში მაქედან მოსაყვანი
Rakitichi mesi suaresi pike busketsi Alba es eqvseuli aris 30 wels gadacilebuli sxvebic Arian magram eseni dziritashi dganan am eqvseulidan 3 mainc unda amoakldes rakitichi suaresi da pike albat buskecic da albac axalgazrdebi Arian asetuise tore gundi mudam chaisvris
ბერნარდო სილვა,დელე,საული,ტიაგო,პუჩი, კოლიადო, ორიოლი,ეიტინგი, ფელიქსი,ვერნერი,დოლბერგი,მარსიალი,ლოსელსო,ფერნანდესი,რუიზი,პერეზი და კიდე ბევრი არ შეიძლება რომ იყიდოს ამ სულელებმა?როცა რობერტო, რაკიტიჩი, სუარესი,სილესენი,არდა, პალენსია, ორტოლა, რაფინია, ვიდალი(ამ სეზონის მერე) ბუსკეტსი (ამ სეზონის მერე)პიკე(ამ სეზონის მერე ) გასაყიდია.როგორი გუნდიც მინდა რომ იყოს მომავლ წელს 26 წელი არი საშუალოდ და ზომიერედ არი ლამასიელებიც