მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალი: ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ

არტურო ვიდალი: ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, რომელიც ჩილეს ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში, კოპა ამერიკაზე თამაშობს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

როგორც იცით, ვიდალს ბოლო დროს მილანის “ინტერს” უკავშირებენ, რომელშიც ახალ მთავარ მწვრთნელად მისი ყოფილი დამრიგებელი, ანტონიო კონტე დაინიშნა. 

“კონტეს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ პირადად მე, ახლა მხოლოდ ჩემს ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული”. – თქვა მან. 

ვიდალის ჩილემ, რომელსაც ბოლო ორი კოპა ამერიკა მოგებული აქვს, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირის მეოთხედფინალში პერუს ნაკრებს დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 27 ივნ 2019, 01:04

    არც არავინ გიშვებს არტურო ასე რომ შეგიძლია რამოსზე დაიკიდო პრესა