მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თუ “ბარსელონა” ნეიმარს ვერ გაიფორმებს, ის “რეალში” გადავა

თუ “ბარსელონა” ნეიმარს ვერ გაიფორმებს, ის “რეალში” გადავა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს და სწორედ კატალონიური კლუბია მისი პრიორიტეტი, თუმცა თუ ეს ვერ მოხერხდა, მისი “გეგმა ბ” “რეალი” იქნება, იტყობინება Diario Sport.

დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნეიმარმა და “ბარსელონამ” კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმეს, მაგრამ პრობლემას “პარი სენ-ჟერმენი” ქმნის, რომელიც ფეხბურთელში 300 მილიონ ევროს ითხოვს, ამას ასევე ემატება ცუდი ურთიერთობა კლუბებს შორის, ამიტომ თუ პსჟ-ს არჩევის საშუალება ექნება, რა თქმა უნდა, “რეალს” მიანიჭებს უპირატესობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდში ბრაზილიელს უფრო მეტი ხელფასიც ექნება, ვიდრე “ბარსელონაში”, სადაც მას 24 მილიონით მოუწევს დაკმაყოფილება. ის ამჟამად, პარიზში 37 მილიონ ევროს იღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • Sigur Rós
    schedule 26 ივნ 2019, 14:14

    ერთ-ერთი ყველაზე ბანძი და არასანდროა დიარიო სპორტი. სიტყვა არ დაეჯერებათ. რაღა დონ ბალონი და რაღა ეგენი :დ