მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი კოლუმბიასთან მატჩის შემდეგ

ლიონელ მესი კოლუმბიასთან მატჩის შემდეგ

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა დელ რეიზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო. “ბარსელონას” კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

“ჯერ იმედი გვაქვს, გამოწვევას ვიღებთ და პოზიტიურ გაგრძელებას ველით. 

ახლა წუწუნის დრო არ არის, თავი მაღლა უნდა ავწიოთ და წინ გავიხედოთ, რადგან ტურნირი მხოლოდ ახლა დაიწყო. 

ბევრი მომენტი ვერ შევქმენით და როცა ძალიან წინ წავედით, მეტოქემ კონტრშეტევები გამოიყენა. ჩვენთვის ყველაზე კარგ მომენტში გოლი გავუშვით და ამან შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. 

ამ მატჩისგან გაკვეთილს მივიღებთ და ვეცდებით, ეს გამოვიყენოთ. წაგებით დაწყება ცუდია, მაგრამ თუ პარაგვაის დავამარცხებთ, ისევ კომფორტულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით”. – თქვა მესიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (28)

  • Albicelecte
    schedule 16 ივნ 2019, 18:40

    ლოგიკურია არგენტინის შესახებ რომ მიდის ასე საუბარი და განხილვა
    1. კოპა დელ რეი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატია, კონტინენტური პირველობა, უძველესი ტურნირი მისი ტრადიციებით… მერე რა, რომ ევროპულმა ფეხბურთმა ასე გაასწრო? ტალანტები არანაკლებია მანდაც(თუ უფრო მეტი არა) და ამ მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენაა
    2. ნაკრები, რომლის კაპიტანიც ბარსას კაპიტანი და ცოცხალი ლეგენდაა, გუნდის სიმბოლოა, ეპოქის შემქმნელია… მესია, რომელიც ბარსასთვის უფრო მეტია, ვიდრე დავუშვათ ისეთი ლეგენდები, როგორიცაა რივალდო, რონალდინიო, ანრი, იბრა, ეტოო… თუნდაც შანდორ კოჩიში და ლასლო კუბალა, ყველასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მესია და მის ირგვლივ რომ ამხელა ყურადრებაა, ეს ბარსას ნებისმიერი გულშემატკივარისათვის ლოგიკურად უნდა ჩანდეს

  • barca`barca
    schedule 16 ივნ 2019, 17:48

    ძაან ჩვარდა საიტი სად ხართ მწერლებო საად Aტასი რამე იწერება

  • Don_Andresito
    schedule 16 ივნ 2019, 16:55

    ციტატა: Mr. Freeman
    შეეშვით ამ ნაკრებებს და ბარსაზე წერეთ. რამე რა კოლაშინაცზე ჩამოვარდა ლაპარაკები ბო დღეებია და აქ არაფერი არ დაწერილა მარტო მესის არგენტინას და სუარესის ურუგვაიზეა ლაპარაკი.


    kide kai copa daiwyo tore ra eshvelebodat mwerlebs. arada atasi rame iwereba

  • basa7
    schedule 16 ივნ 2019, 15:47

    იმენნა შემოსვლა აღარ მინდა უკვე საიტზე რა. იმენნა უძრაობის ხანაა

  • Mr. Freeman
    schedule 16 ივნ 2019, 15:36

    შეეშვით ამ ნაკრებებს და ბარსაზე წერეთ. რამე რა კოლაშინაცზე ჩამოვარდა ლაპარაკები ბო დღეებია და აქ არაფერი არ დაწერილა მარტო მესის არგენტინას და სუარესის ურუგვაიზეა ლაპარაკი.

  • messi and iniesta
    schedule 16 ივნ 2019, 15:34

    იმედია ყველაფერი კარგად წარიმართება მესისთვის და მისი კამპანიისთვის

  • B A R C A
    schedule 16 ივნ 2019, 15:11

    როგორ მომწონს "კოპა დელ რეიზე" არგენტინა!😂ეჰ, არგენტინის თამაშის მერე ადმინი თუ გამამხიარულებდა😂

  • barcamilan
    schedule 16 ივნ 2019, 14:59

    კოპა დელ რეიზე ? არგენტინა ? smile smile smile

    ხანდახან გადაავლეთ თვალი რას წერთ ხოლმე და მერე დადეთ ხოლმე საიტზე

    კოპა დელ რეი
    smile smile smile