მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტუან გრიზმანი: არ ვიცი, დავრჩები თუ არა ესპანეთში

ანტუან გრიზმანი: არ ვიცი, დავრჩები თუ არა ესპანეთში

“ატლეტიკოს” ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა თავის მომავალზე ისაუბრა.

“ჩემი გადაწყვეტილება? მოთმინება უნდა იქონიოთ, ჯერ კიდევ ადრეა. ყველაზე მეტად მე მინდა ჩემი მომავალი კლუბის გაგება, მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადოთ. არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა ესპანეთში თამაშს. შესაძლოა, ორ კვირაში რაღაც გაირკვეს. მე გართობა და ფეხბურთის თამაში მინდა.” – ციტირებს ანტუან გრიზმანის სიტყვებს Cadena SER.

შეგახსენებთ, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს, მატიას დე ლიხტთან ერთად ანტუან გრიზმანი “ბარსელონას” მთავარი სამიზნე იქნება. ფრანგმა უკვე განაცხადა, რომ შემდეგი სეზონიდან “ატლეტიკოს” ფეხბურთელი აღარ იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 12 ივნ 2019, 16:19

    ამის ტრანსფერი კარგა ხნის წინაა შეთAნხმებული ასე რომ ყველა სისულელე სტატიის ნუ გჯერათ

  • besobeso2477
    schedule 12 ივნ 2019, 16:07

    ამ ხელმძვანელობას რომ თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ეს გუნდში როგორ უნდა მოათრიო რაც ამან შარშან გააკეთა! სანე მოიყვანეთ თქვე სლეებო!! მესი ცენტრში, მარჯვნივ დემბელე, მარცხნივ სანე!

  • რაღაცნაირი
    schedule 12 ივნ 2019, 14:52

    ციტატა: me da barca
    Sky Sports-ის ცნობით, მატეის დე ლიგტის ტრანსფერში სიახლეებია.

    ჰოლანდიელი დღითიდღე "პარი სენ-ჟერმენს" უახლოვდება.

    ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ახლა პარიზში იმყოფება და გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი უახლოეს 48 საათში "პსჟ"-ს მოთამაშე გახდება.

    როგორც ცნობილია ხდება, "ლურჯ-წითლებმა" ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტანს შესთავაზეს წელიწადში 15 მილიონი ევრო და გარანტირებული ადგილი სასტარტოში.


    ზუსტად ეს დავწერე ბელგიის სტატიაზე წეღან… ასე მგონია რომ დე ლიხტისთის მთავარია გარანტირებული სასტარტო და ბარსაში მაგას ვერ შესთავაზებენ…მაშინ უმტიტი უნდა გაუშვან და ლენგლეც შეიძლება აღარ დათანხმდეს სათადარიგოობას

  • geofcb
    schedule 12 ივნ 2019, 14:32

    ამასაც როგორ უყვარს ერთი ადგილის თამაში, შარშანაც კაი ხანი ათამაშა და მერე თქვა ატლეტიკოში ვრჩებიო.

    ვენაცვალე დეიონგს, ამ ამბების მერე უფრო ვაფასებ, სხვებივით კიარ ათამაშა ერთი ადგილი, უცებ მოაყომარა ეგრევე.

  • ozbeta
    schedule 12 ივნ 2019, 14:22

    თქვენ არ გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ რეალზე მეტად პსჟ გეზიზღებათ?

  • barca`barca
    schedule 12 ივნ 2019, 14:05

    დარჩება დარჩებაა ;დ 1 ივლისს ველოდებით