ჯერ კიდევ ამსტერდამის “აიაქსის” ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის ირგვლივ დიდი გაურკვევლობაა. ფეხბურთელს “ბარსელონაში”, “პარი-სენ ჟერმენში”, “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის ვარიანტები აქვს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ირჩევს დე ლიხტი “ბარსელონას”, როცა ამ კლუბის მიმართ სიმპათიები და ყოფილი თანაგუნდელის, ფრენკი დე იონგის გვერდით თამაშის სურვილი გამოთქმული აქვს, კატალონიურ გუნდში მის პოზიციაზე სამი უმაღლესი დონის ფეხბურთელის ყოფნა და მწვრთნელია, რომლის ხელში მას სათამაშო დროის მიღების პრობლემა ექნება.
ესპანური Sport-ის ინფორმაციით კი, დაახლოებულმა პირებმა ჰოლანდიელს ასეთი გეგმა შესთავაზეს: ის “იუნაიტედში” უნდა გადავიდეს, საიდანაც “ბარსელონაში” ტრანსფერი ყველაზე ადვილი იქნება მაშინ, როცა სიტუაცია დალაგდება, ანუ, მაქსიმუმ 3 წელიწადში.
“ბარსას” “აიაქსთან” 75 მილიონიანი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, ბოლო სიტყვა კი დე ლიხტს ეკუთვნის.


Xo lengles dabralet axla marto is otxit noli 😂
არადა იმ ცუცუკა კურდღელა ალბას ბრალია ყველაფერი მაგ თამაში😂😂😂😂 3 გოლი მარტო მაგის გამო გავიდა😂 და ამან ლენგლეო თორე რომასთან უმტიტი პიკეს ტაანდემი არ ჩავარდა ჩვენი შავი მალდინი და შაკირიჩი გამოღლევდნენ განსაკუთრევით პიკე😂😂😂
4-0 yvelaze metad albaa da mere mteli gundi