ჯერ არ ვიცით, რა მნიშვნელობის თამაში იქნება “ბარსელონასა” და “ბაიერნის” დღევანდელი დაპირისპირება.
“ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენასთან ახლოსაა, თანაც ძალიან ახლოს. დიდი შანსია, დღევანდელი მატჩის დაწყებამდე “ბლაუგრანა” უკვე ევროპა ლიგაზე იყოს გადართული. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 21:00 საათზე გასამართ მატჩში “ინტერი” “პლზენს” საკუთარ მოედანზე დაამარცხებს. სხვა შემთხვევაში კატალონიელები შანსს შეინარჩუნებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი თამაში მოსაგებია, იქნება ეს ლიგის 1/8-ფინალში გასვლისთვის ბრძოლა თუ უბრალოდ განწყობის გამოკეთება. “ბაიერნთან” თუნდაც უმოტივაციო შეხვედრაში მოგება გუნდის ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემთხვევაშიც კი. და ამ გუნდის უმთავრესი პრობლემა რომ განწყობაა, ეს უკვე ვნახეთ.
სათამაშო ფორმა
კატასტროფულად ჩატარებული რამდენიმე თამაშის, ჩემპიონთა ლიგიდან თითქმის გავარდნისა და ლა ლიგაში ლიდერობის დაკარგვის შემდეგ “ბარსელონამ” თავისი თამაში დაიბრუნა და ჯერ “ვილიარეალი”, შემდეგ კი “ბილბაო” ძალიან მარტივად დაამარცხა. არადა ხელწამოსაკრავი გუნდი არცერთია. “ბარსამ” შეგვახსენა, რომ თამაში შეუძლია და ეს დღესაც უნდა დამტკიცდეს. ამ გუნდების წინა შეხვედრაში “ბარსამ” უკვე გვიჩვენა, რომ “ბაიერნთან” არათუ ტოლსწორად, არამედ მეტოქეზე უკეთ თამაშიც შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ტაბლოზე ვერ აისახა, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით.
“ბაიერნმა”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდა, სიტუაცია ბუნდესლიგაშიც გამოასწორა. ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ “რეკორდმაისტერმა” 4-დან 3 თამაში მშრალად მოიგო, ერთხელ კი “დორტმუნდთან” სტუმრად ფრედ ითამაშა. ახლა “ბაიერნი” ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზეა და ლიდერ “უნიონს” 1 ქულით ჩამორჩება.
დანაკლისი
ბოლო დროს პირველად ხდება, რომ ჩვენზე დიდი დანაკლისი მეტოქეს აქვს.
“ბარსელონას” ლაზარეთში მყოფ რონალდ არაუხოს, მემფის დეპაისა და ანდრეას კრისტენსენს წინა თამაშის კარგად ჩამტარებელი სერჟი რობერტოც შეემატა. ეს ნიშნავს, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ექტორ ბელერინს ვიხილავთ.
“ბაიერნის” დანაკლისი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – ლეროი სანე, ლუკას ერნანდესი და მანუელ ნოიერი.
ურთიერთშეხვედრები
ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. “ბაიერნთან” ყველაზე ცუდი შედეგი გვაქვს, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით “დანდი იუნაიტედს”, რომელმაც 4 თამაშიდან ყველა მოგვიგო.
“ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის გამართული 14 მატჩიდან 10 მიუნხენელებმა მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, კატალონიელებს კი გამარჯვება მხოლოდ 2-ჯერ დარჩა. კატასტროფულია ბურთების შეფარდებაც – 16-34.
“ბაიერნმა” “ბარსელონას” ბოლო 5 თამაში მოუგო, აქედან უკანასკნელი 3 მშრალად. ბოლოს “ბარსამ” მიუნხენელებს გოლი იმ თამაშში გაუტანა, რომლის გახსენებაც კი არ გვინდა.
“რეკორდმაისტერი” იმ იშვიათ გუნდებს შორის შედის, რომლებსაც “ბარსელონსათან” “კამპ ნოუზე” უპირატესობა აქვთ. გამართული 6 მატჩიდან მასპინძლებმა მხოლოდ 2 მოიგეს, დანარჩენი 4 კი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. თუმცა “ბლაუგრანამ” იმ ორ შეხვედრაში მეტოქის განადგურება მოახერხა – 4-0 და 3-0.
გამორჩეული ფეხბურთელი
ამ გუნდების ბოლო თამაშის წინ ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ როდესაც საქმე რობერტ ლევანდოვსკისა და “ბაიერნს” უკავშირდება, არ შეიძლება, ეს თემა უყურადღებოდ დავტოვოთ.
პოლონელი ვარსკვლავი მიუნხენურ გუნდში 8 წლის განმავლობაში ბრწყინავდა. მისი მონაგარი ასეთია: 375 თამაში, 344 გოლი, 72 საგოლე გადაცემა, 8 ბუნდესლიგა, 3 გერმანიის თასი, 4 გერმანიის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფას სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 7 ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, 1 ოქროს ბუცი და ა.შ.
“ბაიერნის” წინააღმდეგ ჩატარებულ 15 თამაშში რობერტს 7 მოგება, 2 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა. მის აქტივში 5 გატანილი გოლია.
მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართულ მატჩში ლევანდოვსკის გოლის გატანის ძალიან კარგი შანსები ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ემოციური ფონი იყოო. იმედია, დღეს პოლონელი გაცილებით ცივსისხლიანი იქნება.
არბიტრი
შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი განსჯის.
ტეილორი 44 წლისაა. მან მსაჯობა 20 წლის წინ, 2022 წელს დაიწყო. პრემიერ ლიგაში 2010 წლიდან მსაჯობს, 2013 წლიდან კი FIFA-ს არბიტრია.
კარიერის განმავლობაში ენტონი ტეილორი თამაშში საშუალოდ 21.8 ჯარიმასა და 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.5 ყვითელ და 0.16 წითელ ბარათს უჩვენებს.
“ბარსელონას” ტეილორთან დიდად პოზიტიური მოგონებები არ აქვს. ამ მსაჯის მიერ განსჯილ ორ თამაშში კატალონიელებს მოგება არ აქვთ – 0-0 “ოლიმპიაკოსთან” სტუმრად და 1-1 “პარი სენ-ჟერმენთან” ასევე სტუმრად. პსჟ-სთან მატჩში ტეილორმა ორი პენალტი დანიშნა, თითო თითო გუნდის კარში.
“ბაიერნს” ტეილორის მიერ განსჯილ 4 მატჩში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.
სტატისტიკა
- “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 35 თამაშიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული
- ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 9 თამაშიდან 8 “ბაიერნმა” მოიგო, მათ შორის უკანასკნელი 5;
- ამ გუნდების ბოლო 9 თამაშიდან 8-ში “ბაიერნს” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 3 თამაშში “ბაიერნი” კარის მშრალად შენახვას ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშში ანგარიშს “ბაიერნი” ხსნიდა;
- მიმდინარე სეზონში “ბარსას” ლა ლიგაში “კამპ ნოუზე” ჯერ გოლი არ გაუშვია, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორივე თამაშში გაუშვა;
- “ბაიერნს” ბოლო 4 თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” ბოლო 4 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბაიერნის” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბარსელონა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბაიერნი” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- “ბაიერნი” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბაიერნის” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბაიერნის” ბოლო 10 თამაშიდან რვაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 2.2 ანიჭებენ, რაც მოგების 45%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 39%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
UEFA
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
ბაიერნი: ულრაიხი, პავარი, დე ლიხტი, უპამეკანო, დევისი, გორეცკა, კიმიხი, გნაბრი, მუსიალა, კომანი, შუპო-მოტინგი.
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, პედრი.
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი, პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი, კიმიხი, გორეცკა, გნაბრი, მუსიალა, მანე, შუპო-მოტინგი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, გავი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, პედრი.
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი, პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი, კიმიხი, გორეცკა, გნაბრი, მუსიალა, კომანი, შუპო-მოტინგი.
AS
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, დემბელე, გავი, პედრი, ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი, პავარი, დე ლიხტი, უპამეკანო, დევისი, გორეცკა, კიმიხი, გნაბრი, მუსიალა, მანე, შუპო-მოტინგი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-3
- Sportsmole: 2-2
- 90min: 1-3
- Sportskeeda: 2-2
nika 54,
როგორც არ უნდა გეზიზღებოდეთ ბაიერნი, ტრამვა რატო უნდა უსურვოთ მის ფეხბურთელებს, რა ფასი ექნება ეგეთ მოგებას, სანე, ნოიერი, ერნანდესის არ ყოფნა არაა საკმარისი ? სამივე საკვანძო ფეხბურთელია ბაიერნისთვის. დაცვის და შეტევის ლიდერი გვაკლია, კარში კიდე მსპფლიოს საუკეთესო მეკარე, მგონი უკვე დიდი უპირატესობა გაქვთ ამ მხრივ.
იმედია თამაშამდე კიდევ ვინმე დაემტვრევა ვარჯიშზე ბაიერნს. ხო უნდა მოვიგოთ ბოლო ბოლო როდისმე იბიომატ.
უეფას დედასვტენე, როცა ასეთი მნიშვნელობის თამაშებია უნდა იწყებოდეს ერთდროულათ რომ რაღაც ინტრიგა იყოს შენარჩუნებული
ბარსელონამ კი არ დაიბრუნა თავისი თამაში, მეტოქედ აღარ ყავდა რეალი, ინტერი ან ბაიერნი და იფრინეს, თორე დიდი ჩავარდნა არც ქონიათ წელს, ლა ლიგაში გოლს არ უშვებენ, მოდიან ლიგაზე და უგოლოდ მატჩს კი არა ლამის ტაიმსაც ვერ ასრულებენ, ამ გუნდს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი, რაც ამართლებს ლა ლიგაში საშუალო გუნდებთან, ის არ იმუშავებს ევროპის ტოპ გრანდებთან, პოტენციალი ძალიან დიდი აქვს ბარსას, არის რაღაც პოზიციები სადაც ჩემი აზრით გაუმჯობესება სჭირდებათ, პირველრიგში 6-იანზე, ბარსას სჭირდება უმაღლესი კლასის ჩამშლელი, გავი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის რომ უპირატესობა შექმნას ნახევარდაცვაში, ეს გამოჩნდა რეალთან და ბაიერნთან მეორე ტაიმში, ასევე ვფიქრობ რომ ბარსას ბევრად უფრო გამორჩეული განაპირა მცველები და ვინგერები უნდა ყავდეს, დემბელე ძალიან არასტაბილურია, რაფინიას ყიდვას ჯობდა ანტონი მოეყვანათ, არადა წინა წლებთან შედარებით ძლივს ნორმალური დაცვის ცენტრი შეკრიბეს, მაგრამ მაინც არ არის სრულყოფილი უკანახაზი, მოკლედ 2-3 ჭკვიანური ტრანსფერი და ბარსას შეეძლება ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლა. რეალთანაც ზედიზედ 5 წაგების შემდეგ მოიგეთ შარშან 4:0 , იმედი მაქ ამ შემთხვევაში გაგრძელდება ბაიერნის დომინაცია და კიდევ ერთხელ მოიგებენ ნოუკამპზე, არ აქ მნიშვნელობა სატურნირო ცხრილს, ბარსასთან თამაში პრინციპის ამბავია. თან ლევანდოვსკიმ უნდა გაიაზროს რომ შეცდომა დაუშვა.
ყველა ვარიანტში მოსაგებია ეს თამაში, თუნდაც ინტერმა პლზენს მოუგოს უკვე პრინციპის ამბავია ბაიერნის დამარცხება. ნოიერიც არ ეყოლებათ მკვდარი ბურთები რომ გამოაძროს ასე რომ უნდა მოვიგოთ