ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი სპეციალისტი, ჰანსი ფლიკი მალე, შესაძლოა, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდეს. გავრცელებული ცნობებით, მან ესპანურის სწავლა უკვე დაიწყო.
გერმანელი მწვრთნელის ფილოსოფია მუდმივ პრესინგსა და ბურთის სწრაფად დაბრუნებაში მდგომარეობს. ფლიკის გუნდი აქცენტს ბურთის ფლობაზეც აკეთებს: 2020/21 წლების სეზონში “ბაიერნს” საშუალოდ ბურთის 60.2%-იანი ფლობა ჰქონდა. კიკე სეტიენისგან განსხვავებით, ჰანსის გუნდი პასს მხოლოდ პასისთვის არ აკეთებს – გერმანელი ჩაწოდებებსა და გრძელ პასებს ხშირად იყენებს, რათა რაც შეიძლება მეტი საგოლე შანსი შექმნას და შემტევებამდე ბურთი ბევრჯერ მივიდეს.
ფლიკის ფავორიტი სქემა 4-2-3-1-ია. “ბარსა” ამ ფორმაციით თამაშს მიჩვეულია: ჩავი სეზონის დასაწყისში ამ სქემას ხშირად იყენებდა, როცა შემადგენლობაში ორიოლ რომეუსა და ფრენკი დე იონგს ერთად აყენებდა, რაც კარგად მუშაობდა.
ეჭვგარეშეა, რომ ფლიკი თავისი გუნდის შემტევ პოტენციალს ბოლომდე ავლენს. მისმა “ბაიერნმა” 86 მატჩში 260 გოლი გაიტანა (მხოლოდ 1 შეხვედრაში ვერ შეგადო). რობერტ ლევანდოვსკი ჰანსის ხელში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა: პოლონელმა ფლიკის ხელმძღვანელობით 71 მატჩში მეტოქეთა კარის ბადე 83-ჯერ შეარხია.
ბუნებრივია, ფლიკის აგრესიული ტაქტიკის უარყოფითი მხარე დაცვაა. მაღლა აწეული დაცვის ხაზი “ბაიერნს” ხშირად საკუთარ კარში გოლად უჯდებოდა, რადგან ბურთის დაკარგვის შემდეგ უკან დაბრუნებას ვერ ასწრებდა.
საინტერესოა, დელიკატური ფინანსური მდგომარეობის ფონზე ფლიკის “ბარსელონა” როგორი იქნება. განვხილოთ პოტენციური სასტარტო თერთმეტეული.
ტრანსფერების გარეშე: ტერ შტეგენი – კანსელუ, არაუხო, კუნდე, ბალდე – დე იონგი, გავი – იამალი, გიუნდოგანი, პედრი – ლევანდოვსკი.
ორი შეტევაზე ორიენტირებული ფლანგელი, დაცვაში დაუღალავად მშრომელი ნახევარდაცვა და რობერტ ლევანდოვსკისთვის შეტევაში დიდი მხარდაჭერა – მსგავსმა ტაქტიკამ “ბაიერნში” კარგად იმუშავა.
ტრანსფერებით: ტერ შტეგენი – კუნდე, არაუხო, დე ლიხტი, ბალდე – კიმიხი, ტიაგო – იამალი, გიუნდოგანი, პედრი – ლევანდოვსკი.
შესაძლებლობის შემთხვევაში, ფლიკი, დიდი ალბათობით, დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერებაზე უარს არ იტყვის. გავრცელებული ინფორმაციით, მატიას დე ლიხტი “ბარსაში” თამაშზე კვლავ ოცნებობს, იოზუა კიმიხი კი ნახევარდაცვაში პრობლემებს მოაგვარებდა. რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას – ფლიკი მას თავის ფავორიტ ფეხბურთელს უწოდებს.

ამ ტრანსფერების ვინმეს მართლა ჯერა?
ფაქტია ამ ზაფხულს ტვინი აგვეხდება, შარშანდელთან შედარებით ფეხბურთელებთან ერთად მწვრთნელიც მოსაყვანი გვყავს და საიტზე გასართობი ამბები არ დაილევა და არც მკითხავები, რომლებსაც მოსაყვან გასაშვებებზე და სათამაშო სქემებზე ლაპარაკი არ დაღლის.
რეალურად როგორც კი ახალი მწვრთნელი დადასტურდება მერე დაწერილი ტრანსფერები უნდა დავიჯეროთ რადგან ახალი მწვრთნელის გარეშე დეკუ ვერაფერს იზამს თუ იზამს და კიც მოუგრიხავენ კისერს ცაკკე ფლიკი(იმედია ან ეგ ან კლოპი მოვა) და ცალკე ლაპორტა
კიმიხის ტრანსფერის განხილვა მოსულა მარტო. ნებისმიერი მევრთნელი გამოიყენებს გინდა ფლიკი და გინდა რაფა მარკეში. შვება იქნება კიმიხი ფრენკისთვისაც და მთელი ნახევარდაცვისთვისაც. დე ლიხტი მართლა სისულელეა, არაუხოში ცვლიან? თუ ზედმეტი 100 მლნ უდევთ? ჩადი ვერ დაბრუნდება, ჯერ ბეტისმა უნდა გამოისყიდოს ამ ზაფხულს, აი შემდეგ ზაფხულს ამოქმედდება უკან გამოსყიდვის პუნქტი. ეგრე წერს ესპანური პრესა. რომც არ დაბრუნდეს აგერ კუბარსი უმატებს, პლიუს ფაი გვყავს ბ ში, კრისტიანსენის გაყიდვა შესაძლებელია. ინიგოც დაბრუნდება ალბათ ოდესმე. 40 ში წავა კრისი. სხვა მცველის გაყიდვას ეგ ჯობს. არაუხომაც აურია და კუნდეც კაი პიტალოა მარა მარჯვნივ თამაშობს რაღაცას პლიუს კუნდეში 70 არავინ მოგვცემს რო ჩვენი ფული უკან ამოვიღოთ. გარსიასაც გაყიდიან ალბათ, ფატის ახალი მწვრთნელი გადაწყვეტს და წესით კიმიხის საყიდელი და კანსელოს გამოსასყიდი ფული უნდა შევკრათ. სხვა ტრანსფერები არ მგონია. ყველა ტალანტი დავკარგეთ უკვე სამარცხვინოდ, სავიოც კი სიტიმ წაიყვანა, ღორია გვარდიოლა, დოკუ გრილიში ფოდენი სილვა გყავს და კიდე ეგ წაიყვანა არადა დაგვხატავდა სავიო ეგეთი გარემარბი როგორ გვინდა
ჯერ მოვიდეს
ვერ ვიტან გერმანულ ფეხბურთს ძაან უაზროა ინგლისური ან ესპანური მწვრთნელია თუმცა მე ჩავის ვენდობი და მინდა რო დარჩეს
რა დელიხტი ტიაგო ტიაგო
ძმა რაფინია გაჩითეთ ორი რაფინია გვეყოლება კიდე ბარემ ჩიგრინსკი
ფლიკი ძაან მაგარია მარა ტრანსფერებიც დაგვჭირდება თორე მაგის გერმანია მსოფლიოზე ჯგუფში ჩარჩა
დეკუს ვინ რა ფეხებს ეკითხება ლაპორტას ერთ ერთი ფავორიტი მწვრთნელია ვინც სურს რომ მოიყვანოს, მერეკიდე თუ ფლიკმა გაძლიერება მოითხოვა დეკუ ვერაფერს ვერ გაატრაკებს გაატრაკებსდა ლაპორტასგან დაერხევა ასერომ ან ფლიკი ან კლოპი ორივე დონე მწვრთნელიადა ორივეს მოსვლა შვება იქნება თუმცა ლაპორტამაც ხელი უნდა შეუწყოს კარჰი მოთამაშეების მოყვანით და მძორების გაშვებით ტყუილად რომ მილიონებს იღებენ
ააა დეიონგი უკვე გაყიდეს?😂 ან რა დელიხტი ჩადი რიადი ბრუნდება ზაფხულში ინიგოც რჩება კრისტენსენი კუნდედატ ერთი მიდის ერთი კი ძირითადში ჯდება ან ფლიკი დეიონგს გაყიდის? ეხვერწებოდა დეიონგს ფლიკი ბაიერნში😂 მოკლედ რა ზოგი ანალიტიკოსი ისეთ სისულელეს წერს რომ რავი😂
რეალურად როგორც კი ახალი მწვრთნელი დადასტურდება მერე დაწერილი ტრანსფერები უნდა დავიჯეროთ რადგან ახალი მწვრთნელის გარეშე დეკუ ვერაფერს იზამს თუ იზამს და კიც მოუგრიხავენ კისერს ცაკკე ფლიკი(იმედია ან ეგ ან კლოპი მოვა) და ცალკე ლაპორტა
კიმიხი დეიონგი ყველაზე კარგი ვარიანტია, თუმცა მეც მაგ აზრზე ვარ რომ დეიონგი-გავის დუეტი ჯობს ტიაგო-კიმიხს, მითუმეტეს რო გორეცკა უფრო დიდ როლს თამაშობდა ჩამშლელ ზონაში იმ სეზონში ვიდრე კიმიხი, ეგ ძირითადად ფლანგზე იდგა და კანსელუ როგორცაა ჩვენთან ეგეთი როლი ქონდა დაახლოებით.
ვინც ფლიკი არ მოიყვანოს იმან ლოკა ბალოტელს😂😂😂😂😂
ეხლა იმ კამათში არ შევალ ტიაგო და კიმიხი რამდენად მოხვდებიან ბარსაში, მაგრამ ტიაგო-კიმიხი ჯობია გავი-დეიონგს? რაღაც არამგონია
მითითებული არაა და იმედია ნათარგმნია ეს სტატია თორე მაგარი ნაბოდიალებია
. კანსელუ ვიყიდეთ და არ ვიცით თუ რატოა ტრანსფერების გარეშე ვარიანტში შეყვანილი, ან როკეს რატო არ გამოიყენებს ფლიკი დამძორებული ლევანდოვსკი როა ჩარჭობილი ორივეგან, ან პედრის გავინგერება რატო უნდა მოინდომოს, რა სარგებელს მოუტანს თორე კაი, ან თუ ეგრე ათამაშებს მაშინ ცრუ ვინგერი იქნება და ისევ ბალედეს ექნება ფლანგი ჩაბარებული და არც ეგაა სწორი, იმიტორო ბაიერნში ფლიკი მაგას არ აკეთებდა, ჩავიც გაჭირების გამო აკეთებს, მინიმუმ როკეს დაყენება შეუძლია მაგ ფლანგზე ისევ. მერე კიდე ტრანსფერების გაკეთების თავი თუ ექნა გუნდს ისევ იამალს გაწყვიტავენ წელში დავიჯერო და ვინმე ვინგერზე არ იჩალიჩებენ? რომელი უფრო რეალურია ვინმე ვინგერის მოყვანა თუ ტიაგო-კიმიხის დათრევა და დეიონგის ამოგდება ძირითადიდან? კაროჩე მაგარი სისულელეები წერია.
სქემა სისულელე ხატია მაგარი😂პედრი ვერ ირბენს კომანი სანესავით და პლიუს საყრდენის გარეშე ვერაფერს ვერ იზამს ეს ვარიანტი გაირღვევა კონტრზე ისე როგორც არაფერი.კიმიხი თუ მოვიდა არაფერი შეცვლა არ უნდა ისედაც დალაგდება საყრდენი ზონა.ზაფხულამდე იმდენი ვიღაცა მოვა ჭორებით დავიღლებით 😂😂😂😂
ეს "ტრიბუნა" ბაიერნის ფინანებზე ზის, თუ რატო გვატენის დე ლიხტს?
დელიხტი არაუხო გაასწორებს. თუ დაიბრუნეს ირივემ ფორმა კედელი იქნება იმინა✌️