1990 წლის 5 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი, 68-ე წუთზე, ამორმა გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, სალინასმა მადრიდელთა კარის ბადე მეორედ შეარხია.
1989 წლის 5 აპრილს, თასების მფლობელთა თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონამ” სოფიის ცსკა 4:2 დაამარცხა. 2 კვირის შემდეგ გამართულ განმეორებით მატჩში, კატალონიელები კვლავ მეტოქეზე ძლიერები აღმოჩნდნენ. ამჯერად, მათ 2:1 მოიგეს. 2 მატჩის ჯამში, სამივე გოლი, “ბარსას” ხრისტო სტოიჩკოვმა გაუტანა. სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ დაინტერესდნენ კატალონიელები ბულგარელი შემტევით და მალევე, ის “ბარსელონას” რიგებში ჩაირიცხა.
1942 წლის 5 აპრილს, “ბარსელონამ” დაასრულა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ჩემპიონატი. გათამაშების დასრულების შემდეგ, კატალონიელები გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებდნენ.