მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯეიმი კარაგერი: ვინ უნდა მოიგოს “ოქროს ბურთი”?

ჯეიმი კარაგერი: ვინ უნდა მოიგოს “ოქროს ბურთი”?

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა თავისი აზრი დააფიქსირა “ოქროს ბურთის” შესახებ.

“ვნახე, რომ ბუქმეიქერები უპირატესობას ვირჯილს ანიჭებენ. სიმართლე რომ გითხრათ, მე მესის ვფიქრობ.”

“ვფიქრობ, კანავარომ იმიტომ მიიღო ეს ჯილდო, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. რა თქმა უნდა, ვან დეიკს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით მან დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.”

“სეზონის დასაწყისში ვირჯილთან ვისაუბრე. პიკესა და რამოსზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი მასზე უკეთესად თამაშობდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ ბევრი ტიტული ჰქონდათ, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. ამიტომ, დღეს, ის იმედგაცრუებული იქნება (ერთა ლიგის ფინალში მარცხის გამო).”

“რა თქმა უნდა, ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატი, ან ევროპის ჩემპიონატი არ არის, მაგრამ ეს უბრალოდ კარგი ტიტული იქნებოდა შენი ქვეყნისთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე – ეს მან უკვე დაამტკიცა, მაგრამ ჩემი აზრით, “ოქროს ბურთი” მესიმ უნდა მოიგოს.” – ციტირებს ჯეიმი კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Xavi
    schedule 11 ივნ 2019, 01:26

    Wels uschveli messi aigebs ori azri araa

  • gurgenidze
    schedule 10 ივნ 2019, 23:39

    Virjiliao pavoriti ? Buqmmeikerwbma

  • M10 S9 D11
    schedule 10 ივნ 2019, 23:22

    იასნა მესი იმსახურებს

  • NEYMAR JR 10
    schedule 10 ივნ 2019, 22:45

    რა ამის ოქროს ბურთი თავი რამეზე ხო არ მიურტყიათ თუ კანდიდატები აგარ ყავთ და არ იციან ვის შეტენონ

  • Albicelecte
    schedule 10 ივნ 2019, 22:23

    ვირჯილიც ამას ამბობს….
    ესეც დაახლოებით მსგავსს აზრზეა…
    ასე დე ლიხტმა რა დააშავა? 2 ტიტული მოიგო და 2 უმაღლესი დონის გათამაშებაში ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა… ააა, ბალღია ჯერ?
    რონალდუმ თუ სერია-ა და ერთა ლიგა მოიგო სულ არ გვკიდია ფეხებზე?! მგონი ერთა ლიგას ჯერ ამხანაგური ტურნირის თანასწორი წონა აქვს ჯერჯერობით…

    ჯგუფიდან იმიტომ გავიდა, რომ იტალია იყო უსაშინლეს ფორმაში, გუნდი ბოლო პერიოდი თავის თავს არ გავდა… 1/2 ფინალში შეხვდა ყველაზე სუსტს, ჰოლანდია კი ბოლომდე ვერაა შეკრული…
    ინდივიდუალური ჯილდოა, საკუთარ ჩემპიონატში ცენტრფორვარდი 4 ადგილას გავიდა ბომბარდირთა დავაში, ამასაც ვერ შეძლებდა, პენალდებს რომ არ არტყმევინებდნენ

    გაუმართლა, რომ პორტუგალიას ნორმალური თაობა ყავს, თანაც ახალგაზრდები და პორტუგალიაში მწვრთნელებიც იშოვება

  • B A R C A
    schedule 10 ივნ 2019, 21:28

    მართალია, კანავაროს დროს სხვა სიტუაცია იყო