მარკ ბარტრა სპეციალურ პრეზენტაციას ესწრებოდა, რომელზეც განიხილეს შეთანხმება ხმელთაშუა ზღვის ჩემპიონატსა და ინდოეთის ლიგას შორის. მათი სურვილია მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში აშშ-ში ერთობლივი ტურნირი გამართონ. ღონისძიებაზე მარკ ბარტრამ ჟურნალისტების სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა. ესპანელმა “ბარსელონაზე”, ნეიმარსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
ნეიმარის კლუბში დაბრუნება
“ეს შეკითხვა ჩემთვის განკუთვნილი არაა, თუმცა ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია. ნეიმარს გამორჩეული პიროვნული თვისებები ჰქონდა და ბევრი რამის შეცვლა შეეძლო, როგორც მოედანზე, ისე გასახდელშიც. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. შეიძლება იყო ცუდი ან კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ნიჭი და თამაშის მაღალი ხარისხი, როგორიც მას აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აქცევს და ისიც ყოველთვის ცდილობს შესაძლებლობების დემონსტირებას.”
“ცხოვრება “ბარსელონას” შემდეგ… და შესაძლო დაბრუნება
“კლუბის დატოვების შემდეგ ჩემი მთავარი გამოწვევა იყო და არის გავხდე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ნებისმიერი გუნდისთვის. ვეცადო საკუთარი თავის გაუმჯობესებას და ვიყო ბედნიერი. მე მოედანზე ვარ და ვფიქრობ, საუკეთესო წინ მელის. მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილო დღევანდელ დღეზე. მე “ბეტისის” მოთამაშე ვარ და დიდი სიამოვნებით ვასრულებ ჩემს საქმეს. ამ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.”
მატიას დე ლიხტი
“მე მასში მაღალი დონის ცენტრალურ მცველს ვხედავ მისი თვისებებისა და თამაშის სტილიდან გამომდინარე. ჰოლანდიელს დიდი პოტენციალი აქვს.” – ციტირებს ბარტრას სიტყვებს MARCA.
ვერ მოატყუებს მაგ 15ლიმონით, 65% სახელმწიფოს მიაქვს 😀 ესპანეთში კიდე 35%მდე თითქმის ერთი თანხა გამოდის
ვინც ბარსას ან სხვა ტოპ გუნდის ნაცვლად პსჯ აირჩია ყველას გაქცევა უნდა მარა ვერავინ ვეგარ გადადის დაბერებამდე ვერსად 😀 ვერსალის სასახლეში ყავთ 😀
აი ყოველთვის ვფიქრობ იმას რო რატო ეს არ დააბრუნეს და რატო იყიდეს ლენგლე. უბრალოდ ეს უკანასკნელი არაფრის მაქნისია თუ პიკე არარის ძირითადში. პიკე ავსებს მის მიერ დატოვებულ სივრცეებს
Dzaan cudad gagigia lengles fasi barsashi arada kargad gaartva saqme yvelafers
აი ყოველთვის ვფიქრობ იმას რო რატო ეს არ დააბრუნეს და რატო იყიდეს ლენგლე. უბრალოდ ეს უკანასკნელი არაფრის მაქნისია თუ პიკე არარის ძირითადში. პიკე ავსებს მის მიერ დატოვებულ სივრცეებს
Bartra miuxedavad beiltan momentisa. Magari mevaseba. Sxvatashoris im matchshi goli gaitana. Bari barshi
SPORT: ПСЖ готов платить Маттейсу де Лигту 15 млн евро в год — вдвое больше, чем предлагает Барселона.
ჰოდა ქე აგვახიენ დე ლიგტი მსჟ ემ
ამის ბარსელონური კარიერა მაშინ დამთავრდა ბეილმა რო სახლიდან დაუაბგონა
აი არ ვიცი რატო მარა ეს ტიპი ყოველთვის მევასებოდა არ იყო სასწაული მცველი მარა რაღაცნაირად მუღამს ვუჭერდი ამის თამაშს
Im dgis mere shemzuldi bale ma ro gatria 🙁 😀