workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი და მირანდა “ბარსელონას” დატოვებენ

ბუსკეტსი და მირანდა “ბარსელონას” დატოვებენ

“ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელები ხუან მირანდა და ორიოლ ბუსკეტსი, ზაფხულში, კატალონიურ კლუბს დატოვებენ. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ბლაუგრანა” ახალგაზრდა ფეხბურთელებს ისე გაასხვისებს, როგორც მარკ კუკურელიას შემთხვევაში მოხდა – კატალონიელები გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებენ.

“ბარსელონაში” იციან, რომ 19 წლის მარცხენა მცველსა და 20 წლის საყრდენ ნახევარმცველს დიდი პოტენციალი აქვთ და კლუბი შეეცდება ფეხბურთელებზე, სამომავლოდ, უფლებები დაიტოვოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 30 მაი 2019, 20:12
    #1

    რამე კაი გუნდში გაუშვან ო.ბუსკეცი რო ნორმალური სათამაშო დრო ჰქონდეს არაა ეგ ბიჭი დასაკარგი და კარგია რო გამოსყიდვის უფლებას იტოვებენ მირანდა თუ უნდათ გაყიდონ დებილია მაგარი