მოგეხსენებათ, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო “ბარსელონაში” ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მან “ბლაუგრანაში” დაუვიწყარი სეზონი გაატარა, თავის კარიერაში საუკეთესო თუ არა ერთ–ერთი საუკეთესო მაინც. “ას” – თან ინტერვიუში “ფენომენმა” “ბარსელონაზე” და გვარდიოლაზე ისაუბრა.
– მოურინიო, “ბარსელონაში” ბობი რობსონი ასისტენტად მუშაობდა, როგორი გახსოვთ იგი ?
მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 19 წლის ვიყავი, როდესაც მოურინიოს შევხვდი “ბარსელონაში”. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, იგი ჩემი ძალიან დიდი მეგობარი გახლდათ. გუნდში იყო ოთხი ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიურ ენაზე საუბრობდა, მათ შორის ვიყავი მეც და ჟოზეც.
ალბათ მაშინ იგი არც ფიქრობდა, რომ ამდენს მიაღწევდა, მაგრამ “ბარსელონაშივე” მას ეტყობოდა, რომ გაწონასწორებული ადამიანი იყო.
– რას იტყვით გვარდიოლაზე ? იფიქრებდით, მასზე რომ დიდი მწვრთნელი გახდებოდა ?
პეპი ყოველთვის უდიდესი ადამიანი გალხდათ. როგორც მწვრთნელი და როგორც ფეხბურთელი.
– სად ითამაშებდი მოურინიოს გუნდში თუ გვარდიოლას გუნდში ?
ორივე მწვრთნელის გუნდი უდიდესია. მაგრამ მე მაინც მოურინიოს ვარჩევდი, მაგრამ ჩემი დრო წავიდა.
– მესი თუ კრისტიანუ ?
ორივე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ისინი განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობენ, მაგრამ ამისდა მიუხედავად მაინც ბევრ ბურთებს იტანენ. ორივე წამყვანი ფეხბურთელია თავისი გუნდისა.