ჯერჯერობით ერნესტო ვალვერდეს კატალონიურ კარიერას დასასრული არ უჩანს, თუმცა ესპანური პრესა აქტიურად წერს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
პრეზიდენტი ბართომეუ კი, საპირისპიროდ, სრულ ნდობას უცხადებს გუნდის მთავარ მწვრთნელს და აცხადებს, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე იგი კლუბს არ დატოვებს.
ვალვერდეს გათავისუფლების შემთხვევაში “ბარსელონას” რამდენიმე კანდიდატი ეყოლება:
1. ერიკ ტენ ჰაგი
49 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ფეხბურთელობის დროს ცენტრალური მცველი გახლდათ. იგი “ბაიერნში” პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობდა, პეპის ხელწერა აშკარად ეტყობა ტენ ჰაგის გუნდს, ჰოლანდიელი მიუნხენელთა სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.
ტენ ჰაგის “აიაქსმა” მიმდინარე სეზონში საოცრებათა სერია შემოგვთავაზა, ითამაშა ძალიან მიმზიდველი და ევროპაში ყველაზე ლამაზი ფეხბურთი, გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, სადაც ბოლო წამს ლუკას მოურამ ამსტერდამული ზღაპარი დაასრულა.
ტენ ჰაგის “აიაქსმა” ტურნირიდან 3-გზის მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის “რეალი” და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ტურინის “იუვენტუსი” გამოთიშა, მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი.
და ბოლოს, რაც მთავარია ტენ ჰაგი თამაშობდა ზუსტად იმ ფეხბურთს, როგორსაც “ბარსელონა” უნდა თამაშობდეს. “აიაქსმა” აჩვენა ის თამაში, რომელიც ყველაზე ახლოს სწორედ კატალონიელებთანაა და მათგან ვართ მიჩვეული.
2. რონალდ კუმანი
“ბარსელონას” ლეგენდარული ცენტრალური მცველი და კატალონიელთათვის, ევროსარბიელზე, პირველი საჩემპიონო გოლის ავტორი ახლა სათავეში ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს უდგას. ყველაზე აქტიურად სწორედ იგი განიხილება ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად.
კუმანი ბოლო პერიოდში ინგლისის პერმიერ ლიგაში მუშაობდა, სადაც “საუთჰემპტონისა” და “ევერტონის” გაწვრთნა მოასწრო. ჰოლანდიელ სპეციალისტს ჯერჯერობით სამწვრთნელო კარიერაში ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენთვის თავი დაემახსოვრებინა. ეროვნული გუნდი მან 2018 წელს ჩაიბარა.
3. კიკე სეტიენი
ზემოთ ხსენებულ მწვრთნელებთან ერთად კიკე სეტიენიც აქტიურად განიხილება კატალონიელთა მომავალ დამრიგებლად, ესპანელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “რეალ ბეტისი” დატოვა.
კიკე სეტიენს სევილიურ კლუბში გასული სეზონი ბევრად უფრო კარგი ჰქონდა. მიმდინარე სეზონის პირველ წრეშიც კარგად გამოიყურებოდა მისი “ბეტისი”, “კამპ ნოუზე” დაამარცხა რა კატალონიის “ბარსელონა”, 4-3. მეორე წრე არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა და, საბოლოოდ, “ბენიტო ვილიამარინიც” დატოვა. იგი იოჰან კრუიფის ფეხბურთის გულშემატკივარია და თავს ჰოლანდიელის ფილოსოფიის მიმდევრად თვლის.
4. მაქსიმილიანო ალეგრი
უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მაქსიმილიანო ალეგრისთვის მიმდინარე სეზონი ტურინის “იუვენტუსში” ბოლო იყო, ამის შემდეგ პრესამ იგი “ბარსელონას” დაუკავშირა, რამაც კატალონიელთა გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ცხადია, მაქსიმილიანო ალეგრი არ თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელსაც “ბარსელონა” უნდა თამაშობდეს, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ერნესტო ვალვერდეზეც. ყველაფერის მიუხედავად, არაა გამორიცხული, იტალიელი სპეციალისტი მომდევნო სეზონში “ბლაუგრანას” დამრიგებლად მოგვევლინოს.
5. არსენ ვენგერი
ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი, რომელმაც თავისი საყვარელი ლონდონის “არსენალი” წინა სეზონის ბოლოს დატოვა. არსენ ვენგერის მიღწევები ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მისი “მეთოფეები”, რომლებიც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ.
მისი სათამაშო სტილის გამო “ბარსელონას” ისიც დაუკავშირეს, თუმცა, შესაძლოა, ფრანგის სამწვრთნელო კარიერა უკვე დასრულდა.
6. პეპ გვარდიოლა
“ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ყველაზე საყვარელი სპეციალისტი, კატალონიური კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” წვრთნის.
ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ კატალონიელმა სპეციალისტმა “ეტიჰადი” დატოვოს, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სიტი” ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ, რაც პეპის წასვლის შანსებს ზრდის. მიმდინარე სეზონში მან ინგლისში ყველაფერი მოიგო, რაც კი შესაძლებელი იყო. კატალონიელს ტურინის “იუვენტუსი” ეპატიჟება. მისი “ბარსელონაში” დაბრუნების შანსი ძალიან დაბალია, თუმცა ვინ იცის…
და ბოლოს, “ეს არის, რაც არის”…
ვალვერდეს ხმა ვინ მიეცით უნდა დაგთვალოთ ბლინ 😀 😀
რამ გამოგახევათ? :/ :/
არტეტა გურადიოლას ასიტენტი სიტიში არ იქნებოდა ურიგო.
კაროჩე სიმონ ვალვერდეს დატივებენ მგონი ხავის მოსვლამდე, ეს ერთიწელი დატოვებენ, ყველა ამბობს დაბროს მაგის დარჩენაზე მთელი კოლექტივი, ხოდაა ერთიმხრივ კარგია, ახლარომ მოიყვანონ ვინმე ხოდა 1წელში გაუშვან რაპონტია, ყოველწელში ტრეინერის შეცვლა მაგარი ზარალია გუნდისთვის, მოგვიწევს ამ შტეფცელის ატანა 1წლით. თორე მე ვენგერიმინდა რომოვიდეს
Valverde ukonkurentoa xo 😂😂😂😂
ამ საიტზე ვირუსია
Rogori cha…muli saitia sagol tqven ra
რა თქმა უნდა ტენ ჰააგის. ყველას არ ახსოვს მაგრამ ტენ ჰააგის გუნდი უფრო კრუიფისეულ ფეხბურთის თამაშობს ვიდრე გვარდიოლას ებურს. გვარდიოლას ფეხბურთი უფრო ბურთის კონტროლზე იყო ხოლო თენ ჰააგის Mარტო შეტევაზეა გათვალისწინებული.
ვინც გინდატ მოვიდედეს ვალვერდე გოიმი წავიდეს და
ამ საითზე ახალი ვარ
ასდფგჰჯკლ
რატო არ იდება სიახლეები?,არაფერია ახალი დავიჯეროო😏?
https://www.youtube.com/watch?v=Y46ceC2qE_A
დღესაც იდება ინფორმაციები რომ მესი უჩალიჩებს ვალვერდეს რომ გააგდონო
გუარდიოლა ლაპორტას კაცია და მაგიტომ არ მოდის თორემ რაის სუარეს ვერ დასვამს ან რას ვერ არბენინებს არ ირბენს და გაყიდის დაჟე შეიძლება ეგრევე გაყიდოს გუარდიოლა რა ტოპიცა ბარსელონაში ყველამ იცის და ყველას მაგრად უყვარს როგორც მწვრთვნელი და როგორც კატალონიელი პატრიოტი დაჟე თუ საჭირო გახდა მესისსაც აცმევინებს ვარსელონადან ასე რომ მესი
ვერასოდეს ვერ ჩაერევა გუარდიოლას საქმეში და არც ჩახედებს თუ თვითონ არ ჩახედებს გუარდიოლა კარალონიაში მესიზე ნაკლებად კიარ უყვართ
ნეტა მოვიდეს გუარდიოლა ბარსაში 15 წლით და მესსი ხვალვე გაუშვან
ეგ თუ მართლა ერევა გუნდის საქმებში და სუარესის და ალბას გუნდში დატოვებას ითხოვს ეგ უკვე ზედმეტია
Gvardiolaa yvelaze magari barcastvis magraam martlaa cotaa magis shansi ro gadmovides. Magis iqit yvelaze kai chemi azrit arsena iqnebaa imito ro yvelaze gamocdiliaa da magar fexburts atamashebdaa arsenals. Valverde ari umweoo mwvrtneli ori welia sami golis sxvaobit igebs da ganmeorebit tamashi isev dacvashi ayenebs gunds 😣 yvelaze sazizgar tamashs atamashebs gunds msgavsi tlanqi tamashi arasdros ar minaxavs barcas shesrulebit
პეპი გამორიცხულია და ადრეც დავწერე რატომ. მესი ჩემზე მეტად არავის ევასება აქ და არავინ გამომიხტეს ტყუილად. განსაკუთრებით სექტანტი ფანატები. უბრალოდ პეპი ისეთი ფიგურაა რომელზე წინაც ვერავინ წავა. და პეპი და დღევანდელი მესი რომლის ავტორიტეტი სინათლის სისწრაფით გაიზარდა პეპის წასვლის მერე ერთად ვერ გაქაჩავენ. მაგალIთად პეპი აქამდე ახეხინებდა სკამს მძუარესს, მოითხოვდა ყველა პოზიციაზე ძლიერი იგროკს და მესის "ძმაკაცებს" დაერხეოდათ. ეგ უკვე კონფლიქტის საწინდარი იქნებოდა მესის და გვარდიოლას შორის. მერე მეორე: პეპი ყველა ფეხბურთელისგან თანაბარ ჩართულობას ითხოვს, აგუერო რო არ დარბოდა რაღაც პერიოდი და არ იღებდა პრესინგში მონაწილეობას ამიტომაც გადასვა სკამზე კაი 3 თვით. მერე ისწავლა ჭკუა. არც მესი და არც სუარესი ესე არ ითამაშებენ, მიეჩვივნენ რო ტაქტიკურად ეგ ორი ინდა იდგეს და 9 კაცი მაგათზე უნდა თამაშობდეს. ვალვერდემ მოწამლა უკვე გუნდი თავისი ტაქტიკით. ასე რომ გვარდიოლა არ მოვა. ჩემი აზრით არც ჩავი მოვა სანამ ესეთი პალაჟენიაა გუნდში. ტენ ჰაგს რაც შეეხება, აიღე აიაქსი, როგორ მუშაობდა ყველა ფეხბურთელი, 9 ის პოზიციაზე მდგომი ტადიჩი როცა საჭირო იყო საყრდენად იდგა. და სუარესი ჩამოიწევა ცენტრს აქეთ? ბურთის დაკარგვის მერე ჩამოყვება კაცს? მესის კიდე მესმის, მირჩევნია უკან არ სდიოს არავის და ენერგია მთლიანად შეალიოს შეტევას და დაცვის გარღვევას მარა გუნდში 1 კაციც თუ არის ესეთი პრივილეგირებული უკვე ჩვენი ე.წ. ტიკი-ტაკა აღარ გამოდის. ტოტალური ფეხუბრთის თამაში შეუძლებელია თითქმის. დღეს მართლა ტოტალურ იგრას თამაშობს სიტი და აიაქსი, სადაც ნახეთ თითოეული ფეხბურთელის დაფარული მანძილი და შეადარეთ მერე მესის ან სუარესის ნარბენს. კუმანი კარგი ვარიანტია, კაცია რომელსაც პატივს ცემენ და უყვართ, კარგ გარემოს შექმნიდა გუნდში და ასე თუ ისე მოერგებოდა არსებულ ვითარებას. მარა ჯერ ერთი ნაკრებიდან არ წავა, ძლივს რაღაცას დაამსგავსა ჰოლანდია. მერე მეორეც, აგერ ვალვერდე ურჩევნიათ. თორე კუმანს 3 ცენტრალური მცველითაც შეუძლია თამაში, რაც საშუალებას მოგვცემდა დე ლიხტი პიკე უმტიტი ლანგლე 4 ვე შეგვენარჩუნებინა. როცა 3 მცველით თამაშობ 4 კაცს ადვილად გადაუნაწილებ დროს. მერე ახალგაზრდებთან მUშაობაც კარგად გამოსდის, სადიო მანე, ლუკაკუ და ბევრი განავითარა კიდე. დე ლიხტი თუ მოვიდა, ჰოლანდიელებისთვის კარგი გარემო იქნებოდა და შეიძლება ტიტულები ვერ დაგვეყარა მარა ახალგაზრდებს განავითარებდა. კიკე სეტიენი დაივიწყეთ, ვეღარ გაიგნო გზა კვალი, ბურთის ფლობა ასწავლა გუნდს მარა მერე იმ ბურთს რა უნდა უქნა აღარ იციან და არ მინდა ტატა მარტინოს დროინდელი ბარსა ვნახო ამ ამაზრენის მერე. როცა გუნდი უაზროდ ფლობდა ბურთს და სად წაეღო არ იცოდა. ალეგრი სისულელეა, გვყავს აგერ ერთი ალგერი. კაცი იუვედან გააგდეს ლიგის ვერ მოგების გამო და ჩვენ მოვიყვანოთ? ჩვენ ჩვენი ლიგის ვერ მომგები ლუზერიც გვეყოფა. ვენგერი არაა ცუუდი ვარიანტი, პიროვნულად უფრო მევასება ვიდრე როგორც მწვრთნელი, ეგეც კაი ლუზერი იყო ბოლო წლებში მარა არც გუნდი უარგოდა. ბარსაში ალბათ უფრო კარგ შედეგს დადებდა მარა არც განიხილავენ. თორე ვენგერს მივესალმებოდი. თუნდაც ისეთი კომბინაციების ხილვად ღირს მაგის მოყვანა როგორსაც არსენალი აკეთებდა არსენას დროს. ამ ეტაპზე მოგვიწევს მომავალ წელს დაველოდოთ, ნამდვილად ბოლო წელი იქნება ვალვერდესთვის.
რა გახდა ეგ დე ლიგტი ასეთი? ჯერ ერთი
მაგას ხან მანიუში გაუშვებენ ხან პარიზში და ხან ბაიერნში და საბოლოდ ბარსაში
და თუ არ გადმოვა ჩვენთან არც ეგა საგანგაშო სხვა გამოჩნდება უკეთესი ტოდიბოს რომ მისცენ სათამაშო პრაქტოკა არაფრით არ ჩამოუვარდება დე ლიგტს