ჯერჯერობით ერნესტო ვალვერდეს კატალონიურ კარიერას დასასრული არ უჩანს, თუმცა ესპანური პრესა აქტიურად წერს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
პრეზიდენტი ბართომეუ კი, საპირისპიროდ, სრულ ნდობას უცხადებს გუნდის მთავარ მწვრთნელს და აცხადებს, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე იგი კლუბს არ დატოვებს.
ვალვერდეს გათავისუფლების შემთხვევაში “ბარსელონას” რამდენიმე კანდიდატი ეყოლება:
1. ერიკ ტენ ჰაგი
49 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ფეხბურთელობის დროს ცენტრალური მცველი გახლდათ. იგი “ბაიერნში” პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობდა, პეპის ხელწერა აშკარად ეტყობა ტენ ჰაგის გუნდს, ჰოლანდიელი მიუნხენელთა სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.
ტენ ჰაგის “აიაქსმა” მიმდინარე სეზონში საოცრებათა სერია შემოგვთავაზა, ითამაშა ძალიან მიმზიდველი და ევროპაში ყველაზე ლამაზი ფეხბურთი, გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, სადაც ბოლო წამს ლუკას მოურამ ამსტერდამული ზღაპარი დაასრულა.
ტენ ჰაგის “აიაქსმა” ტურნირიდან 3-გზის მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის “რეალი” და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ტურინის “იუვენტუსი” გამოთიშა, მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი.
და ბოლოს, რაც მთავარია ტენ ჰაგი თამაშობდა ზუსტად იმ ფეხბურთს, როგორსაც “ბარსელონა” უნდა თამაშობდეს. “აიაქსმა” აჩვენა ის თამაში, რომელიც ყველაზე ახლოს სწორედ კატალონიელებთანაა და მათგან ვართ მიჩვეული.
2. რონალდ კუმანი
“ბარსელონას” ლეგენდარული ცენტრალური მცველი და კატალონიელთათვის, ევროსარბიელზე, პირველი საჩემპიონო გოლის ავტორი ახლა სათავეში ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს უდგას. ყველაზე აქტიურად სწორედ იგი განიხილება ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად.
კუმანი ბოლო პერიოდში ინგლისის პერმიერ ლიგაში მუშაობდა, სადაც “საუთჰემპტონისა” და “ევერტონის” გაწვრთნა მოასწრო. ჰოლანდიელ სპეციალისტს ჯერჯერობით სამწვრთნელო კარიერაში ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენთვის თავი დაემახსოვრებინა. ეროვნული გუნდი მან 2018 წელს ჩაიბარა.
3. კიკე სეტიენი
ზემოთ ხსენებულ მწვრთნელებთან ერთად კიკე სეტიენიც აქტიურად განიხილება კატალონიელთა მომავალ დამრიგებლად, ესპანელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “რეალ ბეტისი” დატოვა.
კიკე სეტიენს სევილიურ კლუბში გასული სეზონი ბევრად უფრო კარგი ჰქონდა. მიმდინარე სეზონის პირველ წრეშიც კარგად გამოიყურებოდა მისი “ბეტისი”, “კამპ ნოუზე” დაამარცხა რა კატალონიის “ბარსელონა”, 4-3. მეორე წრე არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა და, საბოლოოდ, “ბენიტო ვილიამარინიც” დატოვა. იგი იოჰან კრუიფის ფეხბურთის გულშემატკივარია და თავს ჰოლანდიელის ფილოსოფიის მიმდევრად თვლის.
4. მაქსიმილიანო ალეგრი
უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მაქსიმილიანო ალეგრისთვის მიმდინარე სეზონი ტურინის “იუვენტუსში” ბოლო იყო, ამის შემდეგ პრესამ იგი “ბარსელონას” დაუკავშირა, რამაც კატალონიელთა გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ცხადია, მაქსიმილიანო ალეგრი არ თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელსაც “ბარსელონა” უნდა თამაშობდეს, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ერნესტო ვალვერდეზეც. ყველაფერის მიუხედავად, არაა გამორიცხული, იტალიელი სპეციალისტი მომდევნო სეზონში “ბლაუგრანას” დამრიგებლად მოგვევლინოს.
5. არსენ ვენგერი
ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი, რომელმაც თავისი საყვარელი ლონდონის “არსენალი” წინა სეზონის ბოლოს დატოვა. არსენ ვენგერის მიღწევები ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მისი “მეთოფეები”, რომლებიც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ.
მისი სათამაშო სტილის გამო “ბარსელონას” ისიც დაუკავშირეს, თუმცა, შესაძლოა, ფრანგის სამწვრთნელო კარიერა უკვე დასრულდა.
6. პეპ გვარდიოლა
“ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ყველაზე საყვარელი სპეციალისტი, კატალონიური კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” წვრთნის.
ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ კატალონიელმა სპეციალისტმა “ეტიჰადი” დატოვოს, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სიტი” ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ, რაც პეპის წასვლის შანსებს ზრდის. მიმდინარე სეზონში მან ინგლისში ყველაფერი მოიგო, რაც კი შესაძლებელი იყო. კატალონიელს ტურინის “იუვენტუსი” ეპატიჟება. მისი “ბარსელონაში” დაბრუნების შანსი ძალიან დაბალია, თუმცა ვინ იცის…
და ბოლოს, “ეს არის, რაც არის”…
მარტო კლუბს არ ჭირდება გადახალისება
აქაც
სიაახლეებს რატო არ დებთ ან გადაახალისეთ თქვენც სასტავი
ან წავა ყველა შევქმნით ალტერნატიულ საიტს სადაც ასე ორი დღის დაგვიანებით არ მოვა ხოლმე ინფო ასე დაკარგავთ ხალხს .და ბოლოს ეს აჭარაბეთია თუ გადასვლა ხმა ან დაუწიეთ ან უშველეთ რამე გაგვისკდა ყურები ხალხსს მაგის მომგონი რო მოვ??ან .
რას გიხდიან ამდენს რო გიღირთ ამ ხალხის დაკარგვად ?
შენ მემგონი უკვე დაგვემშვიდობე და აქ ხარ კიდევ
ვერ გავუძელი ბარსას გარეშე ? ეს შეუძლებელია ასეა თუ ისე ეს გუნდი მუდამ ჩემს გულში იქნება ყველა კულე კი ოჯახის წევრივით.ის დამშვიდობება კი ემოციებით მიღებული გადაწყვეტილება იყო იმ ?ლე ვალვერდეს გამო რომელიც იძახის რომ თავს კარგად ვგრძნობო…რისთვისაც ვიხდი ბოდიშს ბარსას ახლა ჭირდება გვერდში დგომა ყველა კულეს …მაგრამ ვალვერდეს დედის გინებას არასდროს არ შევწყვეტ
მარტო კლუბს არ ჭირდება გადახალისება
აქაც
სიაახლეებს რატო არ დებთ ან გადაახალისეთ თქვენც სასტავი
ან წავა ყველა შევქმნით ალტერნატიულ საიტს სადაც ასე ორი დღის დაგვიანებით არ მოვა ხოლმე ინფო ასე დაკარგავთ ხალხს .და ბოლოს ეს აჭარაბეთია თუ გადასვლა ხმა ან დაუწიეთ ან უშველეთ რამე გაგვისკდა ყურები ხალხსს მაგის მომგონი რო მოვ??ან .
რას გიხდიან ამდენს რო გიღირთ ამ ხალხის დაკარგვად ?
შენ მემგონი უკვე დაგვემშვიდობე და აქ ხარ კიდევ
1)ერიკ ტენ ჰაგი 2)ხოსეპ გვარდიოლა 3)რონალდ კუმანი 4)ჯოვანი ვან ბრონკხორშტი 5)ჟორჟე ჟესუსი
ისევ დე ლიხტის შესახებ:
ჰოლანდიელმა ვუნდერკინდმა სასურველი სათამაშო ადგილი შეარჩია.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, დე ლიგტმა თავის უახლოეს ადამიანებს შეატყობინა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" აპირებს გადასვლას.
მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ, დე ლიგტმა მიიღო ისეთი შემოთავაზება, რომელზეც უარი ვერ თქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელებმა ჰოლანდიელ 19 წლის მცველს ძირითად შემადგენლობაში უცვლელი ადგილი და საკმაოდ მაღალი ხელფასი შესთავაზეს. წლიურად დაახლოებით 14 მილიონი ევრო.
ვინ უნდა შეცვალოს და ბებიაჩემმა
მარტო კლუბს არ ჭირდება გადახალისება
აქაც
სიაახლეებს რატო არ დებთ ან გადაახალისეთ თქვენც სასტავი
ან წავა ყველა შევქმნით ალტერნატიულ საიტს სადაც ასე ორი დღის დაგვიანებით არ მოვა ხოლმე ინფო ასე დაკარგავთ ხალხს .და ბოლოს ეს აჭარაბეთია თუ გადასვლა ხმა ან დაუწიეთ ან უშველეთ რამე გაგვისკდა ყურები ხალხსს მაგის მომგონი რო მოვ??ან .
რას გიხდიან ამდენს რო გიღირთ ამ ხალხის დაკარგვად ?
აი კუმანის ვარიანტზე ვერაფერს გეტყვით
არაფრით გამორჩეული სამწვრთნელო კარიერა, არაფრით გამორჩეული სტილით
ბაზარი არაა, ლეგენდაა, ლურჯ-ბროწეულისფერია, ჰოლანდიელია
ნაკრები კი ბატონო, მაგრამ იქ აიაქსის ხალხი ყავს
გვარდიოლა მოდი რააა❤️
ვენგერს მივეცი ჩემი ხმა
ყველზე მეტად გვარდი მინდა მწრთვნელად … თუ გვარდი არ იქნება ტენ ჰაგი🥰🥰🥰
ნეტა იმ ორის თავში ჩამახედა ვალვერდეს ვინც მისცა ხმა 🤦🤦
ყოველ დილას იმის იმედად შემოვდივარ რომ ოფიციალურ განცხადებას ვნახავ ვალვერდე გადადგაო და ნეტა კიდევ რამდენი დილა უნდა ველოდო 😂😂😂😏
…….. ესაა ჩემი კომენტარი
თქვენ საკუთარი გუნდი ვერ დაგილაგებიათ და სხვისას დალაგებას ცდილობთ?დდდდ
უახლოეს მომავალში გუნდში ცვლილებები არ იგეგმება.
დღეს, 26 მაისს, გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს გუნდის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დირექტორთა საბჭოს დაუგეგმავი შეხვედრა დაგეგმა, რომელიც 28 მაისს უნდა გამართულიყო.
ბევრმა იფიქრა, რომ ამ შეხვედრაზე მთავარი განხილვის საგანი ერნესტო ვალვერდეს მომავალი უნდა ყოფილიყო. თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, უახლოეს სამშაბათზე არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
"ბარსელონა" სამეფო თასის ფინალში "ვალენსიასთან" 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც, ვალვერდეს მომავალზე საუბრები გააქტიურდა.—–
ბართუშა შენ დაიძინე და ვეღარ გაიღვიძე. გინება არ ჭრის და შეიძლება წყევლამ გაჭრას
კიდიათ იმენა რა ფანების გრძნობები და სურვილები.ეტყობა მადრიდმა დაავალა ვალვერდე დაიტოვეთო.
"ის ამბობს, რომ ჩვენ სატრანსფერო ბაზარი გავანადგურეთ? ამ სიტყვების სიცრუე საკმაოდ ირონიულია. მოდით, ესპანური ლიგის სატრანსფერო რეკორდებს გადავხედოთ. იმას ვგულისხმობ, რომ ვინ დაიწყო ეს ყველაფერი?
ფიგუ, ზინედინ ზიდანი. ეს იყო უდიდესი ნახტომი სატრანსფერო სამყაროში – სად შედგა ისინი? გადახედეთ ლა ლიგის ისტორიას, სადაც ორი გუნდი დომინირებს. მისტერ ტებასმა იმ წლებსაც უნდა გადახედოს და მიხვდება, ვინ ზრდიდა ფასებს იმ დროიდანვე.
მართალს არ ამბობს ეს კაცი? ფიგუ ზიდანი რონალდო ბეილი კაკა მაშინდელი სატრანსფერო მონაცემებით დიდი ფული იყო გადახდილი ამ ფეხბურთელებში.ამიტომ მერევა გული სრულიად მადრიდზე კერძოდ მადრიდის რეალზე თავად აბინძურებს საფეხბურთო სამყაროს და თითს სხვებისკენ იშვერენ.რეალს ვიზა რა აქვს სალაპარაკო ტრანსფერებზე?
ჯერ ამ ზაფხულს ნახონ რამდენს დახარჯავს ბინძური პერესი.
გვარდიოლა მოდი გვიშველე ;დ
რა გუნდი დაგვინგრიეს 😀
ადრე რო ბარსა ვარდებოდა(ლიგიდან) ან ლა ლიგას აგებდა(გვარდიოლას დროს განსაკუთრებით) სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ უსამართლოდ ვვარდებოდით ან ვაგებდით, ანუ კარგად ვთამაშობდით მაგრამ არ გვიმართლებდა… წელს კი ესეთი შეგრძნება საერთოდ არ მქონია…აბსოლიტურად დამსახურებულად :დ წავაგეთ, უფროსწორედ სამარცხვინოდ :დ… ხოდა თუ მომავალში წაგებას ვაპირებთ ღირსეულად მაინც წავაგოთ, და ამ ვალვერდეს , რომელმაც ბარსელონას მთავარი არსი ჩაკლა , გააჯმევინეთ :დ
იასნა გვარდიოლა :
smile:
ჩემი აზრთ ბარსას ახლა უფრო ენერგიული მწვრთნელი სჭირდება ვიდრე ზემოთ აღნიშნული მწვრთნეკებისა რა თქმა უნდა პეპის გარდა
ტენ ჰააგი იდეალურია ბარსასთვის
ასეთ დღეში იყო ბარსელონა რაიკარდის ბოლო 2 სეზონში ასეთ დღეში იყო ტიტო ვილანოვას ბარსა ბაიერთან და რეალთან განადგურებული ასეთი იყო ტატა მარტინიოს ორი ფინალ წაგებული ბარსა ატლეტიკოს და რეალის მიერ შერცხვენილი ისვე როგორც დღეს ფეხქვეშ გათელილი ბარსელონა ყველა შემთხვევაში ბარსელონა მაინც დაბრუნდა ყველა ჩავარდნილ სეზონს იმხელა ტკივილი მოუცია ჩემთვის მაგრამ მაინც მჯეროდა რომ ბარსელონა ისევ დაიბრუნებდა დიდებას და მე ბედნიერებას გულში და არც დღეს არ ჩაესვენება ბარსელონას მზე მომავალ სეზონში ბარსელონა ისევ დაბრუნდება …
ამაზე გამოუალი სიტუაცია იყო ვილანოვას დროს.ტატა მარტინიოს ბარსა ხომ საერთოდ მოსეირნე მესი უმოტივაციო უსახო ბარსელონა არასტაბილური ავტორიტეტის არმქონე მწვრთნელით რომელსაც ზემოდან პრიმიტიული სათადარიგოთა სკამი და დაცვაში ურესურსობა ემატებოდა და მაინც დაბრუნდა ბარსა და არც ეხლა იქნება გამონაკლისი გუნდი დაძლევს ამ კრიზის))))
პ.ს ვითომ ბარსელონას ფანებს მივმართ რომ აღარ გინდათ ამ კლუბის გულშემატკივრობა გრცხვენიათ და ლანძღავთ ბარსას მ ერთს გეტყვით
:"გემი როდესაც იძირება, პირველნი ვირთხები გარბიან"
ტენ ჰააგი გვჭირდება ჰაერივით
ტენ ჰაგი დახატავდა გუნდს
ალეგრის ვალვერდე მირჩევნია