საფრანგეთის ნაკრებში კლემან ლანგლეს დებიუტი შედგება

საფრანგეთის ნაკრებში კლემან ლანგლეს დებიუტი შედგება

დღეს, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ეროვნული გუნდის მომდევნო სამი მატჩის განაცხადი დაასახელა. მან “ბარსელონას”  მცველი, კლემან ლანგლეც იხმო, რომელსაც, კლუბში დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, აქამდე ნაკრებში არ უთამაშია. ის კატალონიური გუნდს სამუელ უმტიტისთან ერთად წარმოადგენს. რაც შეეხება უსმან დემბელეს – მას ტრავმა აქვს და შესაბამისად, გუნდსაც ვერ დაეხმარება. 

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: 

მეკარეები: ალფონს არეოლა (პსჟ), ბენჟამენ ლაკომტი (მონპელიე), უგო ლორისი (ტოტენჰემი), მაიკ მენანი (ლილი)

მცველები: ლუკა დინი (ევერტონი), ლეო დუბუა (ლიონი), კლემან ლანგლე (ბარსელონა), ფერლან მენდი (ლიონი), ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი), სამუელ უმტიტი (ბარსელონა), რაფაელ ვარანი (რეალი), კურტ ზუმა (ევერტონი). 

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი), ტანგი ნდომბელე (ლიონი), პოლ პოგბა (მან. იუნაიტედი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (სევილია), კინგსლი კომანი (ბაიერნი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ტომა ლემარი (ატლეტიკო), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორენ ტოვენი (მარსელი). 

საფრანგეთი პირველ შეხვედრას 2 ივნისს, ნანტში, ბოლივიასთან გამართავს. ეს მატჩი ამხანაგური იქნება, დანარჩენები კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის – 8 ივნისს თურქეთთან, 11 ივნისს კი ანდორასთან (ორივე სტუმრად). 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • messi and iniesta
    22 მაი 2019, 08:48

    პავარის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა რაც შეეხება ლანგლეს წარმატება ის ამას იმსახურებს

  • M10 S9 D11
    22 მაი 2019, 02:11

    კარგია წარმატებები კლემენს <3

  • Bola
    21 მაი 2019, 22:14

    ტიპებს რა გუნდი ყავთ… ემატებათ და ემატებათ ვარსკვლავები.

  • nikabarca
    21 მაი 2019, 21:35

    ტოდიბოც მალე მომხდარიყოს ნაკრებში heart_eyes

  • ana anukii
    21 მაი 2019, 19:54

    წარმატებები ლენგლე🥰🥰🥰

  • legend
    21 მაი 2019, 19:51

    ვააა მაგარია გამისწორდა ლენგლეს ეკუთვნის ნაკრებში ყოფნა