კოპა ამერიკამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა: 14 ივნისიდან 7 ივლისამდე, ბრაზილიაში სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო ნაკრების ტიტულისთვის ბრძოლა იქნება. რა თქმა უნდა, მასში “ბარსელონას” ფეხბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
მონაწილე გუნდები
ტურნირში მონაწილეობას ათი ტრადიციული ქვეყანა – ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია, ურუგვაი, პარაგვაი, პერუ, ეკვადორი, ვენესუელა და ბოლივია მიიღებს, მათთან ერთად კი მოწვეული ნაკრებები, ყატარი და იაპონია. კონმებოლი სხვა კონტინენტიდან გუნდებს 1993 წლიდან იწვევს, ხშირ შემთხვევაში, ორს. როგორც წესი, კოპა ამერიკაზე ყველაზე ხშირად მექსიკას ვხედავთ, მაგრამ ახლა ტურნირს მხოლოდ აზიელები დაემატნენ.
ყველაზე წარმატებული ნაკრები
კოპა ამერიკას გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ ურუგვაის ნაკრები გახდა. მათ ანგარიშზე 15 ტიტულია. ბოლოს, “სელესტემ” ჩემპიონობა 2011 წელს იზეიმა, რაშიც დიდი როლი ლუის სუარესმა ითამაშა.
მასპინძელი
2019 წლის კოპა ამერიკის ფინალი რიო დე ჟანეიროში, ლეგენდარულ “მარაკანაზე” გაიმართება. გახსნით მატჩს სან პაულოს “მორუმბი” უმასპინძლებს. მატჩები “კორინთიანსის” სტადიონზე, პორტო ალეგრეში (“გრემიო”), ბელო ორიზონტეში (“კრუზეირო”/”მინეირო”) და სალვადორშიც (“ბაია”) გაიმართება.

“ბარსელონას” ფეხბურთელები
“ბარსელონადან”, ტურნირში მონაწილეობა შემდეგ 7 მოთამაშეს შეეძლება: მალკომი, ფილიპე კოუტინიო, არტური (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), ლუის სუარესი (ურუგვაი), ხეისონ მურილიო (კოლუმბია), არტურო ვიდალი (ჩილე).
ერთმანეთის წინააღმდეგ
ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” ფეხბურთელების დაპირისპირების ორი შემთხვევა შეიძლება, იყოს. მესის და მურილიოს ერთმანეთის წინააღმდეგ არგენტინა-კოლუმბიის მატჩში ვიხილავთ, ურუგვაი-ჩილეს შეხვედრაში კი ერთმანეთის მეტოქეები ლუის სუარესი და არტურო ვიდალი იქნებიან.
ჯგუფები

სამი ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველ და მეორე ადგილოსნებთან ერთად საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ორი გუნდიც გავა. ამის შემდეგ, მეოთხედფინალები გაიმართება.
გახსნითი შეხვედრა ბრაზილიას და ბოლივიას შორის, საქართველოს დროით, 15 ივნისს, 03:30 საათზე დაიწყება, ფინალი კი 7 ივლისს – 23 საათზე.
ბრაზილია გამოკვეთილი ფავორიტია. პასპინძელია, დასვენებული და მოხოდილი სასტავი ყავს და ასე შემდეგ. არგენტინა ტყიდან გამოქცეული ფეხბურთელებით და მწვრთნელით უშანსოდ მეჩვენება მარა ტრიუმფი მესის მაგრად მოხოდავდა
მეფებ უმდა იზეიმოს ეს ტიტული
ჩემ დაბადების დღეზეა ფინალიი ვამოოს არგენტინაა <3
მე როგორც ბრაზილიის გულშემატკივარს არ მეწყინება რა თქმა უნდა მესის გამო მაგათი გამარჯვება თორე ისე არგენტინის ატანა არ მაქვს. ამასთანავე ცოტა ილუზია მგონიაა მაგათი გამარჯვება. საერთოდ ვინღა დარჩა გუნდში ყველა ნორმალური დაბერდა.ახალგაზრდებიც კი არავინაა ისეთი.შეტევაში არის ხალხი და ისიც სკამზე ზის ყველა. შანსი რა თქმა უნდა არის მაგრამ არამგონია ბრაზილიამ ეს ტიტული დათმოს. ტიტეს ამბავიაა რო ტიტული ჭირდება ბელგიასთან მარცხის შემდეგ თორე ბრაზილია კოპაზე თავს არასდროს იკლავდა. მეორე შემადგენლობებით გამოდიოდა. ეხლა მასპინძლობის პონტშიც იაქტიურებენ. არავის უნდა არგენტინამ მარაკანაზე რაიმე მოიგოს. იმ 7-1 ის მიიხედავადაც კი გერმანიისკენ იყვნენ ფინალში 2014 წელს. ვერავინ ვერ იტანს არგენტინელებს სამხრეთ ამერიკაში. ძაან ცუდი ხალხია.
საკმაოდ სუსტ ჯგუფში მოხვდა არგენტინა ასე რომ ჯგუფიდან თავისუფლად გავლენ აი მერე უნდა იყოჩაღოს ისევ მესიმ თორე ესენი არაფრის გამკეთბლები არ არიან
ოფიციალურად: გრიზმანი ატლეტიკოს ტოვებს ატლეტიკოს ტვიტერმა დაწერააააააააა
https://www.sport.es/es/noticias/barca/griezmann-no-seguira-atletico-7455251?fbclid=IwAR0sOFPSi77S-qrb-ghhMYOYgU72-7wdYLCVRpA4j-xuprP3l3qghdjnK3U
ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოს აცნობა რომ ის კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს
უფრო ბრაზილია მოიგებს მგონია
ეჰ, როგორ მინდა, რომ არგენტინამ მოიგოს, მაგრამ მიზერულია შანსები 🙁