კატალონიური კლუბი ლა ლიგის 35-ე ტურში “ლევანტესთან” გამარჯვებით ლა ლიგის ტიტულს მოიპოვებს. საინტერესოა, რომ “ბლაუგრანამ” ესპანეთი ჩემპიონობა “კამპ ნოუზე” დიდი ხნის წინ იზეიმა.
ეს იყო 9 წლის წინ, 2009/10 წლების სეზონში. მაშინ კატალონიელებმა “რეალ ვალიადოლიდი” 4:0 დაამარცხეს და პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულები გახდნენ. შეხვდრაში დუბლი ლიონელ მესიმ გაიფრომა, ერთი ავტოგოლი გავიდა, ხოლო ერთიც პედრო როდრიგესის ანგარიშზეა. გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა იმ სეზონში ლა ლიგაში 99 ქულა დააგროვა.
სხვა შემთხვევაში ჩემპიონი “ბლაუგრანა” მეტოქეთა სტადიონებზე ხდებოდა.
2010/11 წლების სეზონში კატალონიელებმა ჩემპიონობა “ლევანტეს” სტადიონზე იზეიმეს.
2012/13 წლებში “რეალდ მადრიდსა” და “ესპანიოლს” შორის დაფიქსირებულმა ფრემ “ბარსელონა” ჩემპიონი გახადა.
2014/15 წლებში კატალონიური კლუბი ჩემპიონობას “ვისენტე კალდერონზე” აღნიშნავს.
2015/16 წლებში “ბარსელონამ” ჩემპიონის ტიტულის დაცვა “გრანადასთან” მოახერხა.
2017/18 წლებში “ბლაუგრანა” “დეპორტივოს” გასვლაზე ამარცხებს და ლა ლიგის ტიტულს ეუფლება.
ვნახოთ რა მოხდება 2018/19 წლების სეზონში.