workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ახალგზრდა ვარსკვლავებს ახალი სახლი სჭირდებათ

“ბარსელონას” ახალგზრდა ვარსკვლავებს ახალი სახლი სჭირდებათ

“ბარსელონას” კონტრაქტი აქვს დადებული რამდენიმე ნიჭიერ და ახალგაზრდა ფეხბურთელთან, თუმცა მათი ძირითად კლუბში თამაშის შანსი დაბალია. რიკი პუჩი, ორიოლ ბუსკეტსი, აბელ რუისი და ხუან მირანდა “ბარსელონა ბ”-ს შემადგენლობაში არიან. ვინაიდან, გუნდი არასტაბილურობით გამოირჩევა და ჩემპიონატის წესების გამო ფლე ოფშიც ვერ გადის, ხსენებულ მოთამაშეთა პროგრესს საფრთხე ემუქრება.

ხუან მირანა

ფეხბურთელის საკონტრაქტო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა მარცხენა მცველის თამაშით ერნესტო ვალვერდე აღფრთოვანებული არ არის, ამიტომ, შესაძლოა, მირანდა “რეალ ბეტისში” ვიხილოთ.

ორიოლ ბუსკეტსი

მას ნამდვილად აქვს “ბარსელონას” დნმ, თუმცა გუნდში ნახევარცმველების მაღალი კონკურენციაა, ამიტომ შანსი ძირითად გუნდში მოხვედრისა თითქმის არ ეძლევა. ეს კი ზრდის მისი სხვა კლუბში ტრანსფერის ალბათობას.

რიკი პუჩი

რიკი პუჩმა მალევე მოიპოვა ხალხის აღფრთოვანება და სიყვარული, თუმცა მასაც, ბუსკეტსის მსგავსად, დიდი კონკურენციაშუ უწევს ჩაბმა. ამას ემატება ტრანსფერები “აიაქსიდან”. ასე რომ, მისი შანსები ძალიან მცირეა.

აბელ რუისი

ტრავმამ შეაფერხა მისი პროგრესი მოედანზე. ფილიპე კოუტინიოსა და მალკომის გაურკვეველი მდგომარეობა შანსს აძლევს რუისს ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს, თუმცა მისი მომავალი დიდადაა დამოკიდებული ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • messi and iniesta
    schedule 02 აპრ 2019, 12:56
    #4

    ყველა ნაირი კომფორტი უნდა შეუქმნათ ამ ბიჭებს

  • Don_Andresito
    schedule 02 აპრ 2019, 00:51
    #3

    მუსა ვაგეც დაიჩაგრება პირველ გუნდში.თან ვალვერდეს ნაირ მწვრთნელთან რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს და კიდია ბარსას მომავალი იმიტო რო თავის თავს ვერ ხედავს მაგ მომავალში. თორე გვარდი აქამდე საკმარისს სათამაშო დროს მიცემდა ყველა ახალგაზრდას იმის გასაგებად რა დონეზე შეუძლიათ განვითარება. ანრი ყავდა მარა პედრო გააძირითადა 2010 ში. ტურე გვყავდა მარა ბუსის ათამაშებდა როცა 2მა კაცმა არ იცოდა ვინ იყო. კუენკა ტელიო და რავი რომელი ერთი. დაფრინავდნენ ეს ბავშვები გვარდის დროს და წავიდა თუ არა დაერხა ყველას. ნუ იმათ გარდა ვისი ტოპ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაც მოასწრო

  • sons of anarchy
    schedule 02 აპრ 2019, 00:38
    #2

    [quote][/quote]რიკი პუჩის გაშვებას ან გაფუჭებას ვერასდროს ვერ ვაპატიებ ბარსას.. თუ ეს მოხდა რათქმაუნდა )) არტური დე იონგი პუჩი, ამ სამეულს ველი ცენტრში

  • M10 S9 D11
    schedule 01 აპრ 2019, 21:54
    #1

    გაუშვით ოთხივე აიაქსში იჯარით და გააყოლეთ ტოდიბოც აიაქსისთვისაც კარგია ბარსასთვისაც და ამათთვის ხო საერთოდ