“ინტერს” ანდრე გომეშის შეძენა სურს, იტყობინება Sport.es. პორტუგალიელი “ბარსელონას” საკუთრებაა, ამჟამად კი იჯარის წესით “ევერტონში” თამაშობს. მერსესაიდელები მისი თამაშით კმაყოფილები არიან და 25 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა სურთ, მაგრამ როგორც ირკვევა მის გადაბირებას “ინტერიც” შეეცდება.
“ევერტონში” იციან, რომ გომეშით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, ამიტომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე გააფორმონ. ისინი მზად არიან დაახლოებით 25 მილიონი ევრო გადაიხადონ. ფეხბურთელი თანახმაა კარიერა ინგლისში გააგრძელოს, მაგრამ იტალიელების თხოვნით ის არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.
მილანელები სეზონის ბოლოს ელოდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ და ტრანსფერთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემები არ გაჩნდება. თუმცა, ინგლისში დარწმუნებულები არიან, რომ ანდრე გომეში “ევერტონს” აირჩევს.
დღეს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელის შეძენა “ტოტენჰემსაც” სურს.
რომელიც მეტს გადაიხდის მაგას მიცენ 😀
რა იყო ბიჯო რას თამაშობს ამისთანას რო დაწყვიტეს ერთმანეთი კლუბებმა.ამის გამო
ამათ იქ ხომ არ აქვთ რას გადაირივნენ 😂😂😂
გომეში რა ყველას მოუნდა ამ ბოლო დროს როგორც ჩანს ამ ჩაინიკშიც პალადიუმი აღმოაჩინეს