workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
50 მლნ. ტრანსფერებისთვის

50 მლნ. ტრანსფერებისთვის

ბარსელონას სურს, რომ გააძლიეროს ნახევარდაცვის ხაზი კიდევ ერთი ახალი ნახევარმცველით და ამისთვის გადადო 50 მილიონი ევრო, რათა სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიუროს. სატრანსფერო ბაზრის კანონია, რომ შემოწმდეს ის ფეხბურთელი, რომელიც აინტერესებს კონკრეტულ გუნდს და რომელიც აღარ არის საჭირო მისი ამჟამინდელი მწვრთნელისთვის.

 

როგორც ჩანს, სესკ ფაბრეგასთან კონტრაქტის გაფორმება თითქმის დამთვრებულია( დაახლოებით 40მლნ.) და მხოლოდ ფულის გაცემას საჭიროებს სატრანსფერო ფანჯარაზე. მაგრამ დარჩენილი 10 მილიონით შეუძლებელია იყიდო ნეიმარი, როსი ან ალექსისი. თუმცა კატალონიური კლუბი კიდევ მალავს კოზირს საკუთარ ხელში. კლუბმა შეიძლება უარი თქვას მსოფლიო დონის ფეხბურთელებზე და ისევ საკუთარი “კანტერა” გამოიყენოს. მოგეხსენებათ გუნდმა ზამთარში აფელაი შეიძინა და აპირებს ტიაგო ალკანტარას ძირითად გუნდში გადმოყავანს, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ყურადღება ხელფასებზე გამახვილებული, მათთვის მთავარია სათამაშო დრო და პრაქტიკა. რაც არ ხდება “არსენალისა”(ფაბრეგასი) და “ვილიარეალის”(ჯუზეპე როსი) ფეხბურთელების შემთხვევაში.

 

გვარდიოლას ეიმედება ჰოლანდიელი ფეხბურთელი და საქებარ სიტყვებს არ იშურებს არც მის მიმართ და არც სხვა ფეხბურთელების მიმართ. ასე რომ, თუ გინდა გყავდეს დიდი კლუბი, მაშინ უნდა მიიღო მჭიდრო გადაწყვეტილებები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward