“ბარსას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, დანიელ ალვესმა, მოასწრო 5 წელიწადში და მოიგო 15 საკლუბო თუ სანაკრებო ტიტული. როგორც, იცით მან “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2015–მდე გაახანგრძლივა და გამოთქვა სურვილი მეტი ტიტულის მოგებისა.
“მე მინდა უფრო და უფრომეტ წარმატებას მივაღწიო და თუ ამას შევძლებ, კარიერას “ბარსაში” დავასრულებ. მე დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის და ეს კლუბიც ექვემდებარება ჩემს იდეოლოგიას“. განაცხადა დანიელ ალვესმა მას შემდეგ, რაც გადაწყივტა კატალონიაში კიდევ 4 წლით დარჩენა. ბრაზილიელმა უამრავ წარმატებას მიაღწია ნახსენებ კლუბში.
10–დან 8 ტიტული “ბარსაში”
ალვეშმა “ბლაუგრანას” რიგებში ასპარეზობა დაიწყო მაშინ, როდესაც იწყებოდა პეპ გვარდიოლას ბრწყინვალე პერიოდი. პირველივე წელს ბრაზილიელმა მოიგო ტრიპლეტი: ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი. ხოლო შემდეგ წელს ორი სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ლა ლიგა. ამ ყველაფერში ბრაზილიელმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა და აღსანიშნავია, რომ უდიდესი წვლილი შეიტანა მოპოვებულ ტიტულებში. მერვე ტიტული კი მან წელს მოიპოვა, როდესაც სუპერთასზე დაამარცხა თავისი ყოფილი კლუბი, “სევილია”.
მოგებები “სანჩეს პისხუანზე” დაიწყო
დანი “სევილიას” 2002 წელს შეუერთდა, როდესაც 19 წლის იყო და შესანიშნავი 6 სეზონი დაჰყო. მათ მოიგოს “უეფას” თასები, ერთხელ კოპა და ერთხელაც ევროპის სუპერთასი.
ტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს
ალვეშმა ასევე 2 ტიტული მოიგო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. დანიმ ორ პოზიციაზე ითამასა, ნახევარმცველად და მცველად, მოიგო 2007 წელს კოპა ამერიკა და 2009 წელს კონფედერაციის თასი. მან გამოტოვა 2006 წლის მუნდიალი და ასევე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.