workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ესპანეთის ნაკრებში შესანიშნავად მექცევიან”

ჩავი: “ესპანეთის ნაკრებში შესანიშნავად მექცევიან”

დღეს “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი ჩაატარებს მეასე მატჩს ეროვნულ გუნდში, იმ შემთხვევაში თუ დელ ბოსკე მას გაიყვანს მოედანზე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია. ნახევარმცველი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და შესწევს ძალა დაეხმაროს ესპანეთის ნაკრებს.

 

“ნაკრებში ყველა ძალიან კარგად მექცეოდა ყოველთვის და ამიტომაც ამ გუნდში მე ძალიან ბედნიერი ვარ. მზად ვარ ბოლომდე ვიმოღვაწერო ეროვნულ გუნდში. მე უბედნიერესი წუთები გამოვიარე მაშინ, როდესაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოვიგე ორი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი: “ევრო 2008″ და 2010 წლის მუნდიალი. ცუდი დრო კი მაშინ გვქონდა, როდესაც ხალხს ჩვენი არ სჯეროდა”. განაცხადა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში