ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა მისი თანამემამულე ჩავი ერნანდესის მიმართ. იგი კატალონიის “ბარსელონას” “გენიოსს” ნამდვილ ვარსკვლავად თვლის.
“როდესაც ჩავის გვერდით მიწევს თამაში, უდიდეს ნუგეშს ვგრძნობ. მართალია ზინედინ ზიდანთან არ მომაწია რაიმე ურთიერთობის დამყარება, თუმცა ერნანდესი მას ძალიან მაგონებს. იგი “ბარსელონას” ბურჯი და ნამდვილი ვარსკვლავია. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომლებიც აპირებენ ფეხბურთს დაუკავშირონ თავიანთი ცხოვრება, მაგალითი უნდა აიღონ ჩავისგან. ვფიქრობ, კიდევ უამრავი წელი გავა და მისნაირი მოთამაშე მეორე არ გამოჩნდება. ის ბრწყინვალეა.” –ციტირებს მარტინესის სიტყვებს მადრიდული Marca.
ასევე შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესი სულ მალე კიდევ ერთხელ ჩაეწერება ისტორიაში. ესპანეთი ამ უქმეებზე ჩეხეთს დაუპირისპირდება და ეს ნახევარმცველისთვის ნაკრებში მე–100 თამაში იქნება.



