workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეშის მსურველებმა უნდა გადაიხადონ 150 მილიონი ევრო ან 50 მილიონი ევრო

ალვეშის მსურველებმა უნდა გადაიხადონ 150 მილიონი ევრო ან 50 მილიონი ევრო

გუშინ ბრაზილიელმა მცველმა, დანიელ ალვესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა კატალონიურ გრანდ ”ბარსელონასთან”. კონტრაქტს მხარეებმა ხელი მოაწერეს და მისი დასრულების ვადად 2015 წელი დაადგინეს.

იურიდიული პროცედურების მოგვარების შემდეგ ცნობილი გახდა იმ საკომპენსაციო თანხების ოდენობა, რომელიც დანი ალვესის შეძენის მსურველებმა უნდა გადაიხადონ მასში, იტყობინება ”მარკა”.

ახალი კონტრაქტის პირობების თანახმად, ამ მომენტისთვის ბრაზილიელი მცველის სატრანსფერო თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ მისი ღირებულება 25 მილიონი ევროთი შემცირდება. 2015 წლისთვის კი ალვეშის შეძენა 50 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

დანი ალვესი კატალონიურ გრანდს 2008 წელს შეუერთდა და ადაპტაცია უმოკლეს დროში გაიარა. ის ნომინალურად მარჯვენა მცველია, თუმცა ასრულებს როგორც მარჯვენა ნახევარმცველის, ასევე ფორვარდის ფუნქციასაც. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 13 საგოლე გადაცემა დაფიქსირდა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში