ლიონელ მესი და “ბარსელონა”, ფრანგული ჟურნალის “Onze”–ის ყველაზე აქტუალური თემები არიან. ჟურნალში ნათქვამია, რომ პორტუგალიელი დანებდა არგენტინელს. გაზეთმა პორტალური და ცენტრალური გვერდი მიუძღვნდა სტატიას, “რატომ არის მესი ასეთი რთული?” ჟურნალის მთავარი გვერდი იწყება სტატიით “მეტი, ვიდრე კლუბი” და აღნიშნულია, რომ “პეპის გუნდი” სამივე ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას. ისინი აპირებენ გააგრძელონ მოგებათა სერია თავიანთი კულტურით.
სტატიები მიეძღვნა ასევე ჩავი ერნანდესს, პეპ გვარდიოლას, იოჰან კრუიფსა და მათ ფილოსოფიებს. ნახსენებია ის ფრანგი ფეხბურთელები, რომლებიც მოღვაწეობდნენ “ბარსაში”. ესენი არიან ჟული, ანრი და აწ ტრავმირებული ერიკ აბიდალი. ამ უკანასკნელს გაზეთში მოიხსენიებენ, როგორც “ბარსას ბალანსი”. აბიდალი ცნობილი იყო მისი პატრიოტიზმით საფრანგეთისადმი და ყველას იმედი აქვს, რომ ერიკი განაგრძობს საფეხბურთო კარიერას.
გაზეთი დიდ ყურადღებას ამახვილებს ლეო მესიზე, რომელიც მოხსენიებულია, როგორც “მეტი, ვიდრე ფეხბურთელი”. უცხო პლანეტიდან მოსული ბიჭუნა 3 წელიწადში გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მისი წლევანდელი სტატისტიკა კი უბრალოდ დაუჯერებელია.
“უეფას” პრეზიდენტი, მიშელ პლადინი აცხადებს, რომ ლიონელ ანდრეს მესი უძვირფასესი ბრილიანტია გუნდისთვის, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ: “დღესდღეობით ლეო საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში”.
მსოფლიო ვარსკვლავებმა ხოტბა შეასხეს მესის:
ფრენკ ლამპარდი: “ის რონალდუზე ერთი ნაბიჯით წინაა, უბრალოდ გენიოსია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ წუთს გადაწყვიტოს თამაშის ბედი”.
სამუელ ეტო’ო: “რონალდუ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მესი უკეთესი”.
დიეგო მარადონა: “მესის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გაუმკლავდება და ვიტყვი, რომ იგი საკუთარი შესაძლებლობის მხოლოდ 40 % იყენებს”.
მათ ეთანხმებიან სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი, ჟოან ლაპორტა, უეინ რუნი, ანდრესი ინიესტა, ჩავი ერნანდესი, ერიკ აბიდალი, პედრო როდრიგესი და პეპ გვარდიოლა. ისინი შეთანხმდნენ და მესი აკურთხეს “ნომერ პირველად”.