დღეს, 6 თებერვალს, სტადიონ “კამპ ნოუზე” ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. დასაწყისისთვის, წარმოგიდგენთ ორივე გუნდის განაცხადს.
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, ნელსონ სემედუ, ჟერარ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, ფილიპე კოუტინიო, არტურ მელო, ლუის სუარესი, მალკომი, კლემან ლანგლე, ხეისონ მურილიო, ჟორდი ალბა, კევინ-პრინც ბოატენგი, სერჟი რობერტო, კარლეს ალენია, არტურო ვიდალი, ტომას ვერმალენი და ინიაკი პენია.
“რეალი”: კეილორ ნავასი, ტიბო კურტუა, ალტუბე, დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, ნაჩო, მარსელო, რეგილონი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, კასემირო, ლორენტე, მარკო ასენსიო, ისკო ალარკონი, დანი სებალიოსი, მარიანო დიასი, კარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი, ლუკას ვასკესი და ვინისიუს ჯუნიორი.
სავარაუდო შემადგენლობები

ურთიერთშეხვედრები

ტურნირზე განვლილი გზა: კოპა დელ რეის 1/16-ფინალში “ბარსელონამ” “ლეონესა” 5:1 დაამარცხა (წარმოდგენილია დაპირისპირებათა ჯამური ანგარიშები), ხოლო “რეალმა” “მელილია” – 10:1. მომდევნო ეტაპზე “ბლანკოსმა” “ლეგანესს” სძლია (3:1), “ბლაუგრანამ” კი – “ლევანტეს” (4:2). კატალონიელებმა შემდგომი ოპონენტი, “სევილია” 6:3 დაჯაბნეს, ხოლო მადრიდელებს საუკეთესო ოთხეულშ მოსახვედრად “ჟირონას” ბარიერის გადალახვა მოუწიათ (7:3).
სამეფო თასზე სანტიაგო სოლარის კოლექტივის საუკეთესო გოლეადორი კარიმ ბენზემაა (4 გოლი), ხოლო “ლურჯ-ბროწეულისფრების” – ფილიპე კოუტინიო (3).
მთავარი მწვრთნელები მატჩის წინ
ერნესტო ვალვერდე: “ნახევარფინალში ძლიერ, თანაბარ დონის გუნდთა დაპირისპირებას ვიხილავთ. ფინალში საუკეთესო გავა. “რეალი” “კამპ ნოუზე” კარგად თამაშობს. ლა ლიგის პირველი წრის შეხვედრაში ჩვენ მათ ვაჯობეთ, მაგრამ ახლა “ბლანკოსი” უკეთეს ფორმაშია და მეტ წინააღმდეგობას ველით.”
სანტიაგო სოლარი: “ელ კლასიკო” ისტორიული დაპირისპირებაა და საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. “ბარსელონასთან” მატჩს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ახლა სხვა არაფერზე ვფიქრობთ.”
მოდით ყველამ თავი მოვთოკოთ და თამაშს დაველოდოთ, მეც მჯერა რომ მოვიგებთ მაგრამ ვინიციუსს ნუ დავემგსგავსებით.
ალენია ძირითადში კარგი იქნებოდა 🙂
აი 3 0 მგონია რატომგაც
აქაც შეიხედეთ კულეებო, ვიცი გეამებათ წარსულის ნახვა:
https://twitter.com/FCBarcelona_es
იმედია სანახაობივი თამაში იქნება და გავანადგურებთ რეალს
უნდა გაგახაროთ ძმებო!
http://www.eurosport.ru/football/copa-del-rey/2018-2019/story_sto7131173.shtml
https://www.eurosport.co.uk/football/liga/2018-2019/football-news-lionel-messi-in-barcelona-squad-for-clasico-at-home-to-real-madrid-on-wednesday_sto7130823/story.shtml
ევროსპორტმა მესი ძირითადში იქნებაო! დემბო კი ავადაა !
ვამოს ბარსა!
მესი რა გვარით გამოდის?
რეალგლეჯიაშვილია ის დღეს!
http://www.eurosport.ru/football/copa-del-rey/2018-2019/story_sto7131173.shtml
იმედია მესსი ძირითადში იქნებაა.
დაველოდოთ თამაშს ძილის წინ სიზმარი არ ვთქვათ ვინც არ უნდა იყოს მეტოქე დაფასება უნდა და 90 წუთის მერე ვილაპარაკოთ შედეგზე ჯობია წინასწარ ვალენსიასთანაც გამოჩნდა თავი და ბოლო
ბარსელონა“: ტერ შტეგენი, ნელსონ სემედუ, ჟერარ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერჟიო ბუსკეტსი, ფილიპე კოუტინიო, არტურ მელო, ლუის სუარესი, მალკომი, კლემან ლანგლე, ხეისონ მურილიო, ჟორდი ალბა, კევინ-პრინც ბოატენგი, სერჟი რობერტო, კარლეს ალენია, არტურო ვიდალი, ტომას ვერმალენი და ინიაკი პენია.
მესი რა გვარით გამოდის?
დღეს უნდა დავუმტკიცოთ საბოლოოდ მადრიდელებს,რომ ბარსელონაა ყველაზე ძლიერი მსოფლიოში.ვისკა ბარსა
რაღაც ძაან ცუდად მაიმუნობენ ტოტალიზატორები და "ბუკმექიკერებიც",ყველა "ბარსას" მარტივ გამარჯვებას ელოდება და ასეთ დროს ტყდება ზუსტად.იდეაში არ მჯერა,თან მესისთან ერთად ვართ და უპრინციპო მადრიდმა რა უნდა ქნას.მოკლედ ორი მხარეა,მაგრამ ობიექტურად რომ ვთქვათ მაინც აშკარაა "ბარსას" ფავორიტობა,ამიტომ თამაშს დაველოდოთ.
"Visca Barca,visca Catalunya!"
ამ თამაშის ყურება უკეთესი იქნება ვიდრე 5-1 ის
ერთი ვინიციუსის სახე მანახა თამაშის შემდეგ… როგორ იჭიკჭიკებს ვნახავთ. რობერტოსაც ვერ გაექცევა დარწმუნებული ვარ.
კამპ ნოუზე უნდა დავმარხოთ რეალი და ბერნაბეუზე საფლავის ქვა დავადოთ ვამოოოოოოს