მადრიდის მუზეუმში დავიდ ვილიას ქანდაკება დადგეს. ამასთან დაკავშირებით ესპანელმა ფორვარმდა განაცხადა: ”ჩემთვის უდიდესი პატივია საკუთარი ქანდაკების ხილვა მუზეუმში. მე მითხრეს, რომ ეს ყველაფერი გულშემატკივრებმა მოითხოვეს, რაც ძალიან მახარებს. უღრმესი მადლობა ყველას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქანდაკება მაგონებს ყველა იმ მძიმე და ბედნიერ წუთებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე განვიცადე.”
ესპანეთის ნაკრების მომდევნო მატჩებთან დაკავშირებით ვილიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ჩვენ გველის შეხვედრები ჩეხეთისა და ლიტვის ეროვნულ ნაკრებებთან. თუ ჩვენ აღნიშნულ მატჩებს მოვიგებთ, მაშინ უკვე ცალი ფეხით ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე ვიქნებით. რაც უფრო ადრე გადავწვეტთ მომდევნო ეტაპზე გასვლის ბედს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. თუმცა ჩვენ წინ გველის ორი რთული შეხვედრა და მათი მოგება აუცილებელია.”
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ”რეალთან” შესაძლო დაპირისპირებას, ამასთან დაკავშირებით ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა განაცხადა: ”ჩვენ ერთმანეთს პრიმერასა და ესპანეთის თასის ფინალში ვხვდებით. ასე აეწყო კალენდარი. მართალია, შესაძლებელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალშიც მოგვიხდეს მათთან შეხვედრა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ორივე გუნდმა წარმატებით გაიაროს მეოთხედ-ფინალი.”