კატალონიის “ბარსელონას” თავდასხმა ამ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება. უფრო მეტ გოლს იტანს, ვიდრე წინა წლებში. ყველაფრის მიუხედავად არის მიზეზები, რის გამოც “ბლაუგრანას” თავდასხმას გაძლიერება სჭირდება.
ბოიანი არ იმყოფება სათანადო ფორმაში, ჯეფრენი ქრონიკულმა ტრავმებმა დატანჯა, ხოლო აფელაი კი ჯერ ბოლომდე არ გახსნილა ახალ კლუბში. “ბარსას” სკაუტებმა უკვე დაიწყეს ფორვარდების ძებნა. ყველაზე რეალური კანდიდატები პეპის გუნდში გადმოსვლის, “ვილიარელის” თავდამსხმელები, ჯუზეპე როსი და ნილმარი არიან. იტალიელს წლევანდელ სეზონში საერთო ჯამში უკვე 26 გოლი აქვს გატანილი. აწედან 15–ის გატანა ლა ლიგაში შეძლო. ეს ორივე ფორვარდი პეპ გვარდიოლას სტილს კარგად შეეწყობა და არცერთი მათგანი არ ღირს ისეთი ძვირი, როგორც ტორესი ან ტევესი.
ლა ლიგის შემდეგ ტურში, სწორედ “ვილიარეალია” “ბარსას” მეტოქე.