workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ტორინო” ალეხანდრო მარკოსს აკვირდება

“ტორინო” ალეხანდრო მარკოსს აკვირდება

“ბლაუგრანას” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა იტალიელთა ყურადღება მიიპყრო.

როგორც იტალიელი ავტორიტეტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, “ტორინოს” ხელმძღვანელობამ თვალი “ბარსას” 19-წლამდელთა გუნდის წევრს, ალეხანდრო მარკოსს დაადგა.

მარკოსი, რომელიც 18 წლისაა, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. იგი გამოირჩევა ძლიერი ფიზიკური მონაცემებით და კარგი სიმაღლით (190 სმ).

აღსანიშნავია, რომ მარკოსის ხელშეკრულებას სულ მალე გასდის ვადა, რომლის გახანგრძლივებასაც ის არ აპირებს. ტურინელებს კი მისი გადაბირება უკვე იანვარში სურთ. მათ გეგმებში ახალგაზრდა ესპანელის უახლოეს მომავალში პირველ გუნდში დაწინაურება შედის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 29 იან 2019, 00:43
    #1

    190 სმ კრაინი მცველისთვის ნამეტანი ხომ არაა