“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად “ევერტონის” ღირსებას იცავს, თავის თანამემამულეზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი თვის წინ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ “ვალენსიიდან” ხეისონ მურილიოს ტრანსფერი შეათანხმა. მასზე დღეს იერი მინამ Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა:
“ხეისონი შესანიშნავი ადამიანია. ის ბედნიერია “ბარსაში” გადასვლით. რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, ის საკმაოდ ძლიერია და სწრაფად მოძრაობს”.
“მურილიოსთან ხშირი კონტაქტი მაქვს. დიდი ხანია, რაც ევროპაში თამაშობს. არ ვფიქრობ, რომ კატალონიაში მას რაიმე პრობლემა შეექმნება”, – განაცხადა მინამ.
შეგახსენებთ, იერი მინა გასულ ზაფხულს მერსესაიდული “ევერტონის” რიგებს 30 მილიონ ევროდ შეუერთდა.



იქაც ვერ მოაბა თავი ხო?
აუ ეს მინა რა სტოლბაა კიდე კაი გავყიდეთ