როგორც გავლენიანი გაზეთი “France Football” იუწყება, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება სარეკლამო რგოლებსა თუ სხვა გადასაღებ მოედანზე. ეს ალბათ იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი ყველაზე მოთხოვნადი სახეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე, რომ “პატარა” ლეო ძალიან დიდი ქონების პატრონია.
რაც შეეხება მწვრთნელებს, აქ ერთპიროვნულად ლიდერობს მადრიდის “რეალის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო. ალბათ არც ეს არის გასაკვირი, რადგანაც წინა სეზონში ინტერთან ერთად ყველაფერს მიაღწია და აღსანიშნავია, რომ არც იტალიურ სეზონამდე მოიკოჭლებდა ტიტულებში.
ფეხბურთელები:
1. ლიონელ მესი– 31 მლნ. (ხელფასი + სარეკლამო შემოსავალი)
2. კრისშტიანო რონალდო– 27.5 მლნ (ხელფასი + სარეკლამო შემოსავალი)
3. უეინ რუნი– 20.7 მლნ (ხელფასი + სარეკლამო შემოსავალი)
მსოფლიოს ერთ დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი, რომელიც ამჟამად “ლოს ანჟელეს გალაქსის” ღირსებას იცავს, მეხუთე პოზიციას იკავებს 19 მილიონით, ხოლო მსოფლიო ვარსკვლავი და “ბარსას” ყოფილი შემტევი, ტიერი ანრი მე–11 პოზიციაზეა 13.6 მილიონით.
მწვრთნელები:
1. ჟოზე მოურინიო– 13.5 მლნ.
2. პეპ გვარდიოლა– 10.5 მლნ.
3. რაფაელ ბენიტესი– 10.2 მლნ.
4. ფაბიო კაპელო– 8.5 მლნ.