მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ ჟორდი ალბასთან

ინტერვიუ ჟორდი ალბასთან

კატალონიურ Sport-თან ინტერვიუში, “ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ, რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა. 

– საუკეთესო კატალონიელი ფეხბურთელის პრიზის მოგებას გილოცავ. იყო თუ არა ეს წელი შენს კარიერაში საუკეთესო?

– მადლობა! არ ვიცი, რამდენად საუკეთესო, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო წელი ნამდვილად იყო. 

– იფიქრებდი ამაზე მაშინ, როცა “ლა მასია” დატოვე?

– ვერა. ასეთ აკადემიების წევრი ბავშვების დიდი ნაწილი გზას ბოლომდე ვერ მიყვება. ჩემი შესაძლებლობების მჯეროდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მაღალ დონეზე ვითამაშებდი, მაგრამ “ბარსელონაზე” და ნაკრებზე არც კი ვფიქრობდი. 

– საუკეთესო მოგონება “ბარსელონაში”?

– ტიტულების მოგება. საბედნიეროდ, ერთი სეზონის გარდა, ტიტულებს ყოველთვის ვიგებდით. ამის გარდა, გამორჩეული იყო “მილანთან” 4-0 მოგებული შეხვედრა, რომელშიც ბოლო გოლი მე გავიტანე. 

– რას ფიქრობ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?

– ყველასთვის ცნობილია, რომ “ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვარ. აქამდე მოსვლა ჩემი ოცნება იყო და ეს ადვილი არ ყოფილა, წასვლა კი სულაც არ მინდა. კატალონიაში მყავს ოჯახი, გულშემატკივრები და ამაზე უკეთესად თავს ვერსად ვიგრძნობ. 

კლუბისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ისინი პირველივე დღიდან მაფასებენ. ასე რომ, პრობლემები არ მაქვს. 

– ლიონელ მესისთან შენს კავშირზე ვისაუბროთ…

– ჩემი მოსვლის შემდეგ, მასთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს, მოედანზე და მოედანს მიღმაც. ერთად თამაშის შემდეგ, კარგი ურთიერთგაგება ჩამოგვიყალიბდა. შეტევების დროს, ერთმანეთს ხშირად ვეძებთ და შედეგად, გოლებიც გადის. 

მესის წასვლის შემდეგ, “ბარსელონა” მაინც “ბარსელონა” იქნება, მაგრამ სხვანაირი. ტიტულების მოგებას მეტი ძალისხმევა დასჭირდება, რადგან მას შეუძლია,  თამაშები და ჩემპიონატები სხვების მაგივრად მოიგოს. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ამიტომ, გუნდს ძალიან დააკლდება. მინდა, ლეომ რაც შეიძლება, დიდხანს ითამაშოს. 

– არის თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მიზანი?

– ჩვენი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა, ჩემპიონთა ლიგა კი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია. ბოლო წლებში, 1/4 ფინალს ვერ ვცდებით და ეს უნდა შევცვალოთ. არ შეიძლება ის განმეორდეს, რაც წინა სეზონში დაგვემართა, მითუმეტეს, ასეთი შემადგენლობით. თუმცა, ეს ტურნირი ასეთია: ერთი ცუდი დღე ყველაფერს წყალში ყრის. 

ბოლოს მაინც იმას იგებ, რაც დაიმსახურე. შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება იზეიმო, მაგრამ ლა ლიგის გამო სეზონი წარმატებული არ გამოვიდეს, ან პირიქით. 

– ერნესტო ვალვერდე უნდა დარჩეს?

– მან კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს, ისევე, როგორც მე! იმედი მაქვს, ასე მოხდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 27 იან 2019, 01:38

    მაგარია ჩვენი კურდღელი :დდდდ

  • Z_A_R_D_O
    schedule 26 იან 2019, 20:25

    ციტატა: Bola

    ციტატა: Z_A_R_D_O
    ჟორდი არის ძაან მაგარი ფეხბურთელი და ადამიანი ზოგადად თავმდაბალი მშვიდი და შრომისმოყვარე სწორედ ამიტომ მიაღწია მან თავის მიზანს და თამაშობს ბარსაში სადაც საკვანძო ფეხბურთელის როლი აქვს მორგებული.

    წარმატებები ჟორდი!

    ალბა მართლაც საკვანძო ფიგურაა და გუნდის ერთ ერთი ლიდერია… გუნდისთვის ლეგენდაცაა და შრომისმოყვარრა… მაგრამ როგორც ადამიანი ეგ და სუარესი გადაესკვნან ერთმანეთს და უმტიტი ზემოდან. სამივე ნაგავი ფეხბურთელია ხასიათებით. სამივე მაგრად მევასება მარა მათი უაზრო ენის ტლიკინით ჩხუბისთავობით და სიაფანტობით ჩემ თვალში როგორც ადამიანები ქვემოთ არიან. აიი ეგ სამი. დალშე ყველაა კაი ტიპიაა… ამას ვსაუბრობ კოედანზე რასაც ვუყურებ თორე მოედნის ოქეთ მე არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩხუბისთავი ბევრია მაგრამ უმიზეზოდ…. აი სუარესი რო ყველას ეჭიმება როცა იცის რომ დამნაშავეაა ან თამაშგარე იყოო… შეურაწყოფას აყენებს და ბინძურად თამაშობს აი ეგეთია ალბაც. მეტოქეს პატივს არ ცემს. კი იდეაში გვკიდიაა ზოგჯერ ჭირდება თამაშსაც ეგეთები მარა ჩემთვის პირადად გამაღიზიანებელია ზოგჯერ მათი საქციელები. პიკე ბევრს ტლიკინებს მარა ცუდი ადამიანი არაა… თუ ატრაკებს ბოლომდე ატრაკებს და ჩესნს ბაზრობს. კრისა არაა და ბინძურიი… ბინძური ეხლა რამოსისავეთ უხსენებლები კი არარიან მარაა ბარსელონაში სადაც პუიოლი მესი ხავი ინიესტა თამაშობდნენ თავდამბლები მაგათთან ალბა ნაღდად არაა სახსენებელი. მეც რო საქმე არ მაქ და ამხელა ტექსტი დავწერე ალბას ადამიანობაზე… ნეტაი ერთი მომცლია

    ანუ გასაგებია შენი აზრი მეგობარო, მე პიარადად ჯერ არმინახვს ალბას არასპორტული საქციელი. მეტოქის წინააღმდეგ წასვლა არ ნიშნავს მეტოქის უპატივცემუობას. თუმცა იმაში კი გეთანხმები რომ პუიოლის ინიესტას ხავის და ბევრი სხვანის მერე ადამიანობამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. და ახლა უფრო როგორ თამაშობ ისაა პრიორიტეტი. გინდა რონალდინიო იყავი და გინდა მესი შენ თუ ადამიანობა არ გაგაჩნია და ზრდილობა იმას საერთოდ ფეხბურთში რა ესაქმება. ნუ შორს წავედი მე საკმაოდ მაგრამ ჩემი სათქმელი გითხარი ძმაო <3

  • Messi, Iniesta
    schedule 26 იან 2019, 20:15

    ალბა რომ ბარსას ძალიან ეხმარება ეს ფაქტია! აუცილებლად უნდა დარჩეს სამუდამოდ ბარსაში! heart_eyes

  • Bola
    schedule 26 იან 2019, 20:15

    ციტატა: Z_A_R_D_O
    ჟორდი არის ძაან მაგარი ფეხბურთელი და ადამიანი ზოგადად თავმდაბალი მშვიდი და შრომისმოყვარე სწორედ ამიტომ მიაღწია მან თავის მიზანს და თამაშობს ბარსაში სადაც საკვანძო ფეხბურთელის როლი აქვს მორგებული.

    წარმატებები ჟორდი!

    ალბა მართლაც საკვანძო ფიგურაა და გუნდის ერთ ერთი ლიდერია… გუნდისთვის ლეგენდაცაა და შრომისმოყვარრა… მაგრამ როგორც ადამიანი ეგ და სუარესი გადაესკვნან ერთმანეთს და უმტიტი ზემოდან. სამივე ნაგავი ფეხბურთელია ხასიათებით. სამივე მაგრად მევასება მარა მათი უაზრო ენის ტლიკინით ჩხუბისთავობით და სიაფანტობით ჩემ თვალში როგორც ადამიანები ქვემოთ არიან. აიი ეგ სამი. დალშე ყველაა კაი ტიპიაა… ამას ვსაუბრობ კოედანზე რასაც ვუყურებ თორე მოედნის ოქეთ მე არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩხუბისთავი ბევრია მაგრამ უმიზეზოდ…. აი სუარესი რო ყველას ეჭიმება როცა იცის რომ დამნაშავეაა ან თამაშგარე იყოო… შეურაწყოფას აყენებს და ბინძურად თამაშობს აი ეგეთია ალბაც. მეტოქეს პატივს არ ცემს. კი იდეაში გვკიდიაა ზოგჯერ ჭირდება თამაშსაც ეგეთები მარა ჩემთვის პირადად გამაღიზიანებელია ზოგჯერ მათი საქციელები. პიკე ბევრს ტლიკინებს მარა ცუდი ადამიანი არაა… თუ ატრაკებს ბოლომდე ატრაკებს და ჩესნს ბაზრობს. კრისა არაა და ბინძურიი… ბინძური ეხლა რამოსისავეთ უხსენებლები კი არარიან მარაა ბარსელონაში სადაც პუიოლი მესი ხავი ინიესტა თამაშობდნენ თავდამბლები მაგათთან ალბა ნაღდად არაა სახსენებელი. მეც რო საქმე არ მაქ და ამხელა ტექსტი დავწერე ალბას ადამიანობაზე… ნეტაი ერთი მომცლია

  • MSD_ADC
    schedule 26 იან 2019, 15:50

    Legenda xar alba shens gareshe barcas dacva arwarmomidgenia heart_eyes

  • Z_A_R_D_O
    schedule 26 იან 2019, 15:20