workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 ფაქტი ფრენკი დე იონგის შესახებ

10 ფაქტი ფრენკი დე იონგის შესახებ

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი ზაფხულში “ბარსელონას” შეუერთდება.

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელის შესახებ:

1. ფრენკი დე იონგი 1997 წლის 12 მაისს დაიბადა, 2 დღით ადრე, სანამ ბობი რობსონის “ბარსელონა” როტერდამში, ევროპის თასების თასის მფლობელი გახდებოდა.

2. მისი მშობლიური ქალაქი, არკელი ჰოლანდიის სახმრეთ ნაწილში მდებარეობს და მხოლოდ 4000 მაცხოვრებელი ჰყავს.

3. აღსანიშნავია, რომ “ბარსამ” ზუსტად 30 წლის წინ, კიდევ ერთი ჰოლანდიელის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ეს ფეხბურთელი ლეგენდარული რონალდ კუმანი იყო, რომელმაც “ბარსელონასთან” ერთად ისტორია დაწერა.

4. რონალდ კუმანი, 1992 წელს “უემბლიზე” გატანილი ცნობილი გოლის ავტორი, ახლა ჰოლანდიის ნაკრებში დე იონგის მთავარი მწვრთნელია.

5. დე იონგი ყველაზე გავრცელებული გვარია ჰოლანდიაში, რომელიც “ახალგაზრდას” ნიშნავს. 2007 წელს ქვეყანაში ამ გვარს 90 000 ადამიანი ატარებდა.

6. დე იონგი “ბარსელონაში” მე-20 ჰოლანდიელი ფეხბურთელი იქნება.

7. ფეხბურთელები, რომლებიც იგივე გვარს ატარებენ არიან: ლუკ დე იონგი (პსვ), ნაიჯელ დე იონგი (“ალ აჰლი”) და სიმ დე იონგი (“სიდნეი”).

8. დე იონგის დებიუტი “აიაქსში” შედგა იმ კლუბის წინააღმდეგ, რომელმაც იგი აღზარდა (“ტილბურგი”). 2017 წლის 14 მაისი. მაშინ ფრენკი 19 წლის იყო.

9. “აიაქსში” მისი სათამაშო ნომერი 21-ია.

10. გარდა ფეხბურთის თამაშისა, დე იონგს უყვარს მოგზაურობა, მუსიკის მოსმენა და ვიდეო თამაშებით გართობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • Z_A_R_D_O
    schedule 24 იან 2019, 23:56
    #15

    აი მუსიკის მოსმენა უყვარს თამაშები ამათ საიდან იგებთ? ან მე ვარ ძაან ჩამორჩენლი ან თქვენ ხართ სხვა ცივილიზავიაში.

  • nika 54
    schedule 24 იან 2019, 15:04
    #14

    ციტატა: Serenity.
    ახლა ვალვერდეს გაშვება დარჩა ბართოს და ვაღიარებ bowtie


    თვითონაც რო წავიდეს არ ჯობია?

  • gelantia
    schedule 23 იან 2019, 23:06
    #13

    მოვიდა ბოლო ბოლო🤣🤣❤️ეს მაგარი დაიწყეს 10 ფაქტი ახალ ტრანფერებზე 😂ძალიან გვაინტერესებს ბოატენგის და დე იონგის დღის განრიგი ეგეც გამოუშვან🤔🤣🤣

  • Serenity.
    schedule 23 იან 2019, 22:54
    #12

    ახლა ვალვერდეს გაშვება დარჩა ბართოს და ვაღიარებ bowtie

  • ѕυperѕтαr
    schedule 23 იან 2019, 22:32
    #11

    ქალებში როდის წავიდა

  • mesidona
    schedule 23 იან 2019, 22:30
    #10

    ციტატა: Don_Andresito
    ხოდა ვიდეო თამაშებში პაძელნიკი დემბელე ეყოლება


    იმედია ერთად არ დააგვიანებენ ხოლმე ვარჯიშებზე:დ

  • Barca_MNS
    schedule 23 იან 2019, 22:06
    #9

    11 დე იონგს ყავს კატა სახელად ''**************
    12 იძინებს 10:15 წთ :
    და ა.შ
    smile smile smile

  • M10 S9 D11
    schedule 23 იან 2019, 21:54
    #8

    მოუთმენლად ველოდები ამის ბარსას მაისურით მოედანზე ხილვას

  • Don_Andresito
    schedule 23 იან 2019, 21:49
    #7

    ხოდა ვიდეო თამაშებში პაძელნიკი დემბელე ეყოლება

  • Berlinetta♥
    schedule 23 იან 2019, 21:38
    #6

    ციტატა: Shakespeare1

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: Shakespeare1
    "10. გარდა ფეხბურთის თამაშისა, დე იონგს უყვარს მოგზაურობა, მუსიკის მოსმენა და ვიდეო თამაშებით გართობა."

    ვახ…კითხვა არ ჰყვარებია…ფრენკმა თუ ვერ წაიკითხა მეტოქე გუნდის თამაში,დაგვღუპავს და ეგაა…


    ჩემო გიო, მეშვიდელო, მთავარია ბარსას თამაში წაიკითხოს …


    აღარ ვარ მე მეშვიდეში,მეხუთეს ზემოთ რომ მიკროა მანდ ვცხოვრობ,ანუ მერვეს მოირდაპირე მხარეს ვარ :დ


    😀 მესმის შენი , ნესტანისგან ტანჯულო

  • basa7
    schedule 23 იან 2019, 21:34
    #5

    ახლადე ლიხტი და იოვიჩიც იყიდონ და პრაქტიკულად მოსტუმრებული ექნებათ მომავალი ათი წლის თითქმის 70 პროცენტი

  • Berlinetta♥
    schedule 23 იან 2019, 21:33
    #4

    ციტატა: Shakespeare1
    "10. გარდა ფეხბურთის თამაშისა, დე იონგს უყვარს მოგზაურობა, მუსიკის მოსმენა და ვიდეო თამაშებით გართობა."

    ვახ…კითხვა არ ჰყვარებია…ფრენკმა თუ ვერ წაიკითხა მეტოქე გუნდის თამაში,დაგვღუპავს და ეგაა…


    ჩემო გიო, მეშვიდელო, მთავარია ბარსას თამაში წაიკითხოს …

  • basa7
    schedule 23 იან 2019, 21:32
    #3

    12 კი არა მგონი მეოცე ჰოლანდიელია ბარსაში

  • QIROESTA
    schedule 23 იან 2019, 21:28
    #2

    დე იონგი არტური ალენა იდეალური ნახევარდაცვა იქნება 2-3 წელში, ვგრძნობ რაღაც ახლის დასაწყისია

  • Berlinetta♥
    schedule 23 იან 2019, 21:27
    #1

    ზაფხულში მოდის